ცენტრი „ემპათია“ ხელისუფლებას მოუწოდებს, მაია ოთინაშვილის დაუყოვნებელი გათავისუფლებისთვის ადეკვატური ზომები მიიღოს

ცენტრი „ემპათია“ კიდევ ერთხელ მოუწოდებს ხელისუფლებას, მიიღოს ადეკვატური ზომები, საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობით, მაია ოთინაშვილის დაუყოვნებელი გათავისუფლების თაობაზე“, - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციის, წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრ „ემპათია“-ს საგანგებო განცხადებაშია აღნიშნული.

„ემპათია“ ხელისუფელბას ასევე სთხოვს შეიმუშაოს სისტემური მიდგომა საოკუპაციო ზოლის უსაფრთხოების საკითხებისადმი, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების ჩართვით.

“საოკუპაციო რეჟიმის მიერ მაია ოთინაშვილის გატაცებისა და უკანონო თავისუფლების აღკვეთის შესახებ 2018 წლის 29 სექტემბერს გავრცელებული ინფორმაციით, საოკუპაციო ზოლიდან გატაცებულია მაია ოთინაშვილი, ჩვენი ბენეფიციარი ოჯახიდან. დღეისთვის ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, მაია ოთინაშვილი კვლავ არ არის გათავისუფლებული. ცენტრ „ემპათიას“ მიერ არაერთგზის აღინიშნა, რომ აუცილებელია სისტემური რეაგირება ადამიანების გატაცებისა და უკანონო თავისუფლების აღკვეთის, არადამიანური მოპყრობის ფაქტებზე, რამაც პრაქტიკულად ყოველდღიური ხასიათი მიიღო. ცენტრი „ემპათია“ კიდევ ერთხელ მოუწოდებს ხელისუფლებას, მიიღოს ადეკვატური ზომები, საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობით, მაია ოთინაშვილის დაუყოვნებელი გათავისუფლების თაობაზე, ასევე შეიმუშაოს სისტემური მიდგომა საოკუპაციო ზოლის უსაფრთხოების საკითხებისადმი, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების ჩართვით“,- ნათქვამია განცხადბაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა