ზაზა გაბუნია - ნათლად ჩანს, რომ მერიის პოლიტიკა ტაქსებთან დაკავშირებით მნიშვნელოვნად იხვეწება

ნათლად ჩანს, რომ მერიის პოლიტიკა ტაქსებთან დაკავშირებით მნიშვნელოვნად იხვეწება, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია, თბილისის მერის კახა კალაძის ინიციატივას.

„ტაქსებთან დაკავშირებით მერის მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეესაბამება ევროკავშირის გზაზე მდგარი ქვეყნის საჭიროებებს. მნიშვნელოვანია, რომ მერია ფიქრობს ტაქსის მფლობელთა მდგომარებაზეც და ეს ჩანს იმაშიც, რომ ტაქსებში ჰიგიენის მაღალი სტანდარტის დასაწესებლად მატერიალური და ფინანსური რესურსის გაღება მძღოლებს არ მოუწევთ”, - განაცხადა გაბუნიამ.

მისივე თქმით, ეს ცვლილებები და სიახლეები მომხმარებელთა უფლებებისა და მოთხოვნის სასარგებლოდ ხორციელდება.

ცნობისთვის, დედაქალაქის მერმა თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ ტაქსის მძღოლს, რომელიც შესაბამის ლიცენზიას 2018 წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით აიღებს, ასევე, გავლილი აქვს ტექნიკური ინსპექტირება, ჰყავს მარცხენასაჭიანი და 4 კარიანი ავტომობილი, ავტომანქანის თეთრად შეღებვის ვაუჩერი უსასყიდლოდ გადაეცემა. სანაცვლოდ ტაქსის მძღოლებს მათ მანქანებზე შესაბამისი კომპანიის რეკლამის 2 წლით განთავსება მოუწევთ.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე