ირაკლი კობახიძე - ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ყველა თავისი მეტასტაზით, ფიქტიური თუ ფაქტიური სატელიტებით 27%-ს არ აცდეს

ვიცით, რომ მეორე ადგილზე გავა გრიგოლ ვაშაძე, ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი ფიქტიური თუ ფაქტიური სატელიტებით 27%-ს არ აცდეს, - ამის შესახე პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სატელიტები ბინძურ კამპანიას აწარმოებენ.

„ვიცით, რომ მეორე ადგილზე გავა გრიგოლ ვაშაძე. ჩვენი ამოცანა არის ის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“, თავისი ყველა მეტასტაზით, ფიქტიური თუ ფაქტიური სატელიტით ჩავტოვოთ იმ შედეგში, რაც 2016-17 წლებში მიიღეს, 27%-ს არ უნდა აცდეს. საზოგადოება უნდა მივიდეს არჩევნებზე და კიდევ ერთხელ უნდა გასცეს პასუხი ყველა იმ უბედურებას, რომელიც 2012 წლამდე ხდებოდა და არამარტო 2012 წლამდე. დღეს რაც ხდება, არის აბსოლუტურად ამაზრზენი კამპანია. ჩვენმა მხარდაჭერილმა კანდიდატმა შესთავაზა თავის ოპონენტებს, რომ ევროპული ტიპის კამპანია წარმართულიყო. დღემდე, თუ აკვირდებით სალომე ზურაბიშვილის კამპანიას, მისი მხრიდან არც ერთი ინციდენტი, პროვოკაცია, შავი პიარი და უბედურება არ ხდება. ამის საპირისპიროდ, ხდება აბსოლუტური ბინძური კამპანია, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი ფიქტიური და ფაქტიური სატელიტებით აწარმოებს“, - განაცხადა კობახიძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს