სომხური ოპოზიციის განცხადებით, რიგგარეშე არჩევნების ბლოკირება მათი მიზანი არ არის

სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანისა და პარლამენტის ფრაქციების შეხვედრაზე მხოლოდ იმაზე შევთანხმდით, რომ კიდევ ერთხელ შევხვდებით ერთმანეთს, - ამის შესახებ სომხურ მედიას პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ოპოზიციური რესპუბლიკური პარტიის წევრმა ედუარდ შარმაზანოვმა განუცხადა.

მისი თქმით, შეხვედრაში 20-მდე დეპუტატი მონაწილეობდა და თითოეულმა მხარემ შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით საკუთარი აზრი გამოთქვა.

„ჩვენ მხოლოდ იმაზე მოვილაპარაკეთ, რომ კიდევ ერთხელ შევხვდებით ერთმანეთს და ვიმსჯელებთ სიტუაციაზე. ჩვენ გამოვთქვით საკუთარი აზრი და აღვნიშნეთ, რომ პარლამენტის რეგლამენტის ცვლილება რიგგარეშე არჩევნების ჩატარებისთვის წინააღმდეგობას არ წარმოადგენს და რომ ჩვენი მიზანი რიგგარეშე არჩევნების ბლოკირება არ ყოფილა. ასეთი სურვილის შემთხვევაში, ჩვენ საერთოდ არ წავიდოდით მოლაპარაკებებზე“, - განაცხადა დეპუტატმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, ნიკოლ ფაშინიანმა მთავრობის 5 წევრი გაათავისუფლა და განაცხადა, რომ ამ ბრძანების ძალაში შესვლის შემდეგ თანამდებობას თვითონაც დატოვებს. მისივე თქმით, მიღწეულია შეთანხმება, რომ არც ერთი საპარლამენტო პარტია პრემიერის პოსტზე საკუთარ კანდიდატს არ დაასახელებს და ამის შემდეგ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა