“საქართველოს ფოსტა” PostEurop-ის  პლენარულ სხდომას მასპინძლობს

“საქართველოს ფოსტა” PostEurop-ის რიგით 34-ე პლენარულ სხდომას მასპინძლობს. ღონისძიება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ და საქართველოს ფოსტის გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ გახსნეს.

როგორც გიორგი ქობულიამ სხდომის გახსნის შემდეგ განაცხადა, მსგავსი კონფერენციის საქართველოში ჩატარება ქვეყნისთვის დიდი პატივია.

“დღეს თბილისში გაიმართა PostEurop 2018”- ეს არის საფოსტო ოპერატორების ხელმძღვანელების კონფერენცია. საფოსტო ოპერატორების ხელმძღვანელები 52 ქვეყნიდან თავიანთ დელეგაციასთან ერთად ჩამოვიდნენ. ეს არის საქართველოსთვის ძალიან დიდი პატივი, როდესაც ჩვენთან, თბილისში ასეთი დონის კონფერენცია ტარდება. საერთოდ, დღეს, ეკონომიკაში საფოსტო ოპერატორების სექტორი ძალიან დიდ მნიშვნელობას იძენს, რადგან ჩვენ ვიცით, რომ იქ ელექტრონული ვაჭრობა ხდება ძალიან პოპულარული და ძალიან დიდ ადგილს იკავებს ქვეყნის ძირითად ეკონომიკაში. ამასთან დაკავშირებით ელექტრონულ ვაჭრობას უნდა მოემსახუროს საფოსტო ოპერატორი, რადგან კლიენტს სახლში ის ნივთი უნდა მიუტანოს, რომელსაც იყიდის. დღეს ძალიან დიდი მოლოდინებია საფოსტო ოპერატორების, თუ რა ინოვაციებს ჩაატარებენ ისინი, თუ მომსახურების სტანდარტებს კიდევ უფრო მაღლა როგორც აწევენ”,- განაცხადა გიორგი ქობულიამ.

ამასთან, PostEurop-ის 34-ე პლენარული სხდომის ფარგლებში, საქართველოს ესტუმრნენ მსოფლიო საფოსტო კავშირის UPU-ს გენერალური დირექტორი ბიშარ ჰუსეინი, მსოფლიო საფოსტო კავშირის გენერალური დირექტორის მოადგილე პასკალ კლივა, აფრიკის საფოსტო ადმინისტრაციების გაერთიანების თავმჯდომარე იუნუს ჯიბრინე და 49 ევროპული ქვეყნის 52 საფოსტო ოპერატორის ხელმძღვანელი პირები. სხდომაზე განხილული იქნა საფოსტო რეფორმები, საფოსტო სფეროს განვითარების გეგმები და წევრთა შორის პარტნიორული კავშირების გამყარების შესაძლებლობები. საქართველოს ფოსტის მხარდაჭერით ასევე გაიმართება „ბიზნეს ინოვაციების ფორუმი“. „ბიზნეს ინოვაციების ფორუმს“ დაესწრება საფოსტო ბიზნესთან დაკავშირებული 100-ზე მეტი საერთაშორისო კომპანიის წარმომადგენელი. სპიკერები წარმოადგენენ საფოსტო ბიზნესთან და ლოჯისტიკასთან დაკავშირებულ ინოვაციურ პროექტებს და ხედვებს.

„საქართველოს ფოსტას“ ერგო პატივი უმასპინძლოს PostEurop-ის 2018 წლის პლენარულ სხდომას და ბიზნეს ინოვაციების ფორუმს. ეს ღონისძიებები მეტად მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ განვიხილეთ საფოსტო ბიზნესის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები და ცვლილებები რომელსაც საჭიროებენ საფოსტო ოპერატორები, რომ უპასუხონ ახალ გამოწვევებს როგორიც მაგალითად არის ელექტრონული კომერცია, რომელიც დღეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა საფოსტო ბიზნესისთვის საერთაშორისო ბაზარზე წარმატების მისაღწევად. ამ მიმართულებით ჩვენ უკვე დავიწყეთ მუშაობა და შევქმენით ახალი სერვისი „ქართული პროდუქტი მსოფლიოს“, რომელიც საშუალებას მისცემს ქართველ მეწარმეებს ხელმისაწვდომი გახადონ თავიანთი პროდუქცია საერთაშორისო ბაზარზე ელექტრონული კომერციის გზით. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ მიმდინარე წელს „ბიზნეს ინოვაციების ფორუმმა“ ყველაზე საინტერესო საფოსტო სტარტაპებს მოუყარა თავი, მათ შორის წარმოდგენილი იქნებიან წარმატებული კომპანიები რომლებიც მოღვაწეობენ ელექტრონული კომერციის, ხელოვნური ინტელექტის, ავტომატიზაციის და ციფრული მარკეტინგის მიმართულებით. ბიზნეს ინოვაციების ფორუმი არის შესაძლებლობა ქართველი მეწარმეების და ბიზნესმენებისთვის ახალი კონტაქტების დასამყარებლად, გამოცდილების გასაზიარებლად და მათი ლოჯისტიკური სქემების გასაფართოებლად“ - განაცხადა საქართველოს ფოსტის გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ.

PostEurop წარმოადგენს ევროპის საზოგადოებრივ საფოსტო კავშირს, რომელიც 1993 წელს ბრიუსელში დაარსდა. ორგანიზაციის მიზანია ხელი შეუწყოს საფოსტო ბიზნესის განვითარებას და წევრთა შორის პარტნიორული კავშირების გამყარებას, ასევე საერთაშორისო საფოსტო პროდუქტების მდგრად განვითარებას და უწყვეტ ინოვაციას.

„საქართველოს ფოსტა“ 2012 წლიდან წარმოდგენილია PostEurop-ის სრულუფლებიან წევრად.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა