პრემიერი ე.წ. მესაზღვრეების მიერ დაკავებულ მაია ოთინაშვილზე - ყველა რესურსის მობილიზაცია მოვახდინეთ, რომ ჩვენი მოქალაქე რაც შეიძლება მალე დაუბრუნდეს ოჯახს

24-საათიან რეჟიმში ვმუშაობთ, რათა ჩვენი მოქალაქე დაუბრუნდეს თავის შვილებს და თავის ოჯახს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძე მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც სოფელ ხურვალეთთან ე.წ. მესაზღვრეების მიერ დაკავებულ 37 წლის მაია ოთინაშვილის საკითხს გამოეხმაურა.

„სამწუხაროდ საოკუპაციო რეჟიმი განაგრძობს თავის აგრესიულ პოლიტიკას და ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვას. ჩვენ ჩვენს პარტნიორებთან ერთად და ამ შემთხვევაში მინდა ხაზი გავუსვა, ვცდილობთ რომ გვქონდეს მექანიზმები და ეს მექანიზმები ხშირ შემთხვევაში არის ძალიან ეფექტური, რომ მოვახდინოთ პრევენცია მსგავსი შემთხვევების.

24-საათიან რეჟიმში მუშაობს ქეთევან ციხელაშვილის აპარატი, ისევე როგორც შესაბამისი ორგანოები და რაც მთავარია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, რომ უახლოეს საათებში ჩვენი მოქალაქე დაუბრუნდეს თავის შვილებს და თავის ოჯახს.

ძალიან მძიმე შემთხვევას აქვს ადგილი, ამასაც მინდა ხაზი გავუსვა, შესაბამისად ჩვენ მოვახდინეთ ყველა რესურსის მობილიზაცია, მათ შორის საერთაშორისო თანამეგობრობის, რომ ჩვენი მოქალაქე რაც შეიძლება მალე დაუბრუნდეს თავის ოჯახს“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

შეგახსენებთ, რომ გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, საოკუპაციო ხაზის პერიმეტრზე მდებარე სოფელ ხურვალეთთან ე.წ. მესაზღვრეებმა ადგილობრივი მცხოვრები, 37 წლის მაია ოთინაშვილი 29 სექტემბერს დააკავეს და მას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა მიესაჯა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს