დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენელი - საქართველოში იოდდეფიციტი დაძლეულია

ამაყად შეგვიძლია ვთქვათ, რომ იოდდეფიციტი საქართველოში დაძლეულია“,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა ლელა სტურუამ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში იოდის დეფიციტი აღარ არსებობს და შესაბამისად, ეს ნიშნავს იმას, რომ ბავშვებსა და ქალებში ის ნორმის ფარგლებშია. სტურუა აცხადებს, რომ სწორედ ბავშვებსა და ქალებში გვხვდება იოდის დეფიციტის პრობლემა.

„იოდდეფიციტი ერთ-ერთი გლობალური პრობლემაა, გამონაკლისი არც საქართველოა. საქართველო არის იოდდეფიციტის ენდემური ქვეყანა, რაც ნიშნავს, რომ წყალსა და ნიადაგში იოდი ნაკლებად გვაქვს და ასევე, შესაბამისად, ნაკლებად გვაქვს იოდი საკვებში. თუმცა, 2017 წელს ჩატარდა კვლევა, რომელმაც შეისწავლა იოდდეფიციტის სტატუსი ქვეყანაში და ძალიან ამაყად შეგვიძლია ვთქვათ, რომ იოდდეფიციტი საქართველოში დაძლეულია. საქართველოში იოდის დეფიციტი აღარ გვაქვს, რაც ნიშნავს იმას, რომ როგორც ბავშვებში, ასევე ორსულ ქალებში ის არის ნორმის ფარგლებში. საქართველოში არ არსებობს იოდდეფიციტის პრობლემა და ეს დაადასტურა კვლევამ, რომელიც დაავადებათა კონტროლის ცენტრმა გაერო-ს ბავშვთა ფონდთან ერთად ჩაატარა და ასევე ჩართული იყვნენ იოდის საერთაშორისო გლობალური ქსელის წარმომადგენლები“,- განაცხადა სტურუამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა