პაატა ბურჭულაძის მეუღლემ პროკურატურაში მისვლაზე უარი განაცხადა და სასამართლოში გამოკითხვა მოითხოვა

მთავარმა პროკურატურამ ფონდ „იავნანას“ ყოფილი პრეზიდენტის პაატა ბურჭულაძის მეუღლის გამოკითხვის შუამდგომლობით სასამართლოს მიმართა. როგორც მთავარ პროკურატურაში აცხადებენ, ბურჭულაძის მეუღლემ პროკურატურაში ჩვენების მიცემაზე უარი დღეს, საგამოძიებო ორგანოდან უწყების მიღებისას განაცხადა და სასამართლოში გამოკითხვა მოითხოვა.

ფონდ „იავნანას“ ყოფილი პრეზიდენტის მეუღლე მთავარ პროკურატურაში 17:00 საათზე უნდა გამოცხადებულიყო.

„საქმე ეხება საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის წარმოებაში არსებულ ა(ა)იპ „უდედმამო და მშობლების მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა ფონდ იავნანა“-ს დიდი ოდენობით თანხის, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, შესაძლო მითვისება-გაფლანგვის ფაქტებს.

მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მოწმის სახით გამოკითხვის მიზნით, პაატა ბურჭულაძის მეუღლე მთავარ პროკურატურაში 2018 წლის 1 მარტსაც დაიბარეს, თუმცა მაშინ იგი საგამოძიებო ორგანოში არ გამოცხადდა და ამის მიზეზად მისი საზღვარგარეთ ყოფნა დასახელდა“, - აცხადებენ პროკურატურაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა