არჩილ თალაკვაძე - ომბუდსმენისგან მივიღეთ შემაშფოთებელი ინფორმაცია, რომ სავარაუდოდ, მაია ოთინაშვილის მიმართ განხორციელდა ძალადობა

ომბუდსმენისგან მივიღეთ შემაშფოთებელი ინფორმაცია, რომ სავარაუდოდ, მაია ოთინაშვილის მიმართ განხორციელდა ძალადობა და არასათანადო მოპყრობა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე ცხინვალში უკანონოდ დაკავებულ 37 წლის ქალთან დაკავშირებულ საკითხზე კომენტირებისას აცხადებს.

თალაკვაძის თქმით, ხელისუფლება მიმართავს დამოუკიდებელ დამკვირვებლებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომ დროულად გადაამოწმონ მაია ოთინაშვილის მდგომარეობა.

“ომბუდსმენისგან მივიღეთ შემაშფოთებელი ინფორმაცია, რომ სავარაუდოდ, მაია ოთინაშვილის მიმართ მოხდა ძალადობა და არასათანადო მოპყრობა. ახლა გვჭირდება ერთიანობა და აქტიური მოქმედება, რომ საოკუპაციო რეჟიმის მიერ გატაცებული ჩვენი თანამოქალაქის უსაფრთხოება იყოს დაცული. მივმართავთ დამოუკიდებელ დამკვირვებლებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, დროულად გადაამოწმონ მაია ოთინაშვილის მდგომარეობა. ჩვენი მხრივ როგორც ოფიციალურ ფორმატებში, ასევე საერთაშორისო პარტნიორებთან ვმუშაობთ, რომ რეაგირება იყოს დროული და მაია ოთინაშვილი ოჯახს დაუყოვნებლივ დაუბრუნდეს. გატაცების ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ რა მძიმე ვითარებაა ოკუპირებულ რეგიონებში, რაზეც პასუხისმგებლობა საოკუპაციო რეჟიმს და რუსეთის ფედერაციას ეკისრება“,- განაცხადა თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, რომ ე.წ. მესაზღვრეებმა 37 წლის მაია ოთინაშვილი 29 სექტემბერს დააკავეს. ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ინფორმაციით, მას ბრალად ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთა ედება. გუშინ გავრცელებული ინფორმაციით, მაია ოთინაშვილს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა, რასთან დაკავშირებითაც ინფორმაცია „სახელმწიფო უშიშროების კომიტეტმა“ გაავრცელა.

„ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, დაკავებული ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ სამხრეთ ოსეთისა და საქართველოს მოქალაქეებს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში ეხმარებოდა. ლენინგორის რაიონულმა სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა“, - აცხადებდნენ გუშინ ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტში.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო