„მედიქლაბ ჯორჯიას"კლინიკაში, სადაც  ვანო მერაბიშვილია მოთავსებული, ოჯახის მიერ მიწვეული სამი ექიმი მივიდა

„მედიქლაბ ჯორჯიას"კლინიკაში, სადაც ყოფილი პრემიერი ვანო მერაბიშვილია მოთავსებული, უკვე მივიდა ოჯახის მიერ მიწვეული სამი ექიმი.

18:00 საათზე დანიშნულია „მედიქლაბ ჯორჯიას" კლინიკის ექიმების კონსილიუმი, რომელსაც ოჯახის მოთხოვნით მათ მიერ მოწვეული სამი ექიმი უნდა დაესწროს.

როგორც „ინტერპრესნიუსს" ერთ-ერთმა ექიმმა განუცხადა, ის საქართველო-ისრაელის ერთობლივი კლინიკის ექიმია. მისი თქმით, ის ონკოქირურგია და თუ მერაბიშვილის ნახვის საშუალება მიეცემა, მისი მიმართულებით შეამოწმებს პაციენტს.

„პაციენტიც არ გვინახავს ჯერ. თუ აქ არის პაციენტი, მოვითხოვთ ნახვას. სრული სპექტრი რომ შეიქმნას, საჭიროა ყველაფერი იცოდე პაციენტზე.მე ვარ ონკოქირურგი",-განაცხადა ექიმმა.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს