ლევან ყიფიანი ე.წ. სარდაფის ინციდენტს სრულ სიყალბეს და სამარცხვინო სიცრუეს უწოდებს

სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი ე.წ. სარდაფის ინციდენტს სრულ სიყალბეს და სამარცხვინო სიცრუეს უწოდებს. ამის შესახებ მან თბილისის საქალაქო სასამართლოში, გამოკითხვის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ის ოთარ ფარცხალაძეს იცნობს და მასთან კომუნიკაცია არაერთხელ ჰქონია. ყიფიანი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ არანაირ ზეწოლას ფარცხალაძის მხრიდან ადგილი არ ჰქონია.

"სარდაფის ეპიზოდი არის ფარსი, არ ვიცი რა დავარქვა, ეს არის შეურაცხმყოფელი, ამ თემაზე რომ ვილაპარაკო. ასეთი რამ არ ყოფილა!", - აღნიშნა ლევან ყიფიანმა.

იხილეთ ვიდეო: "ოთარ ფარცხალაძეს ვიცნობ, გვაქვს ნორმალური ურთიერთობა" - ლევან ყიფიანი ე.წ "სარდაფის" ინციდენტს უარყოფს

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს