ქეთევან ციხელაშვილმა საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დიპკორპუსის წარმომადგენლებს გატაცებული მაია ოთინაშვილის საკითხზე ინფორმაცია მიაწოდა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა და მათ სოფელ ბობნევიდან გატაცებული მაია ოთინაშვილის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, სახელმწიფო მინისტრის თქმით, შეხვედრაზე ამ ეტაპზე მათ ხელთ არსებული ინფორმაცია გაცვალეს და დიპლომატიურ კორპუსს ყველა ბერკეტის ამოქმედება სთხოვეს.

„თქვენ ხედავთ, რომ აბსოლუტურად ყველა შესაბამისი სტრუქტურის მიერ ყველა მექანიზმი ამოქმედებულია, რაც ჩვენს ხელთაა, რათა მაია ოთინაშვილი გათავისუფლდეს. ცხელი ხაზით კომუნიკაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით, აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამავდროულად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მისი მდგომარეობის შესახებ სარწმუნო ინფორმაცია მივიღოთ და ამიტომაც არის ყველა ბერკეტი მობილიზებული. რა თქმა უნდა, ბევრი კითხვა და ეჭვი შეიძლება არსებობდეს. ამოცანა ისაა, რომ ყველა შესაბამის ორგანიზაციას ჰქონდეს წვდომა მასთან. ცხელი ხაზით ასევე მოთხოვნილი იყო სატელეფონო კომუნიკაცია ოჯახთან, რაზეც ამ ეტაპამდე ცხელ ხაზს არანაირი დასტური არ მიუღია, რაც რა თქმა უნდა, არ არის მისაღები. ეს მცდელობები აუცილებლად გაგრძელდება.

ჩვენ საქმე თავისთავად უკანონო ფაქტთან გვაქვს, მაგრამ ძალიან მძიმეა, როდესაც საუბარია ქალზე, სამი არასრულწლოვანი შვილის დედაზე, რომელსაც ბავშვები სახლში ელოდებიან. ქალზე, რომელიც ამდენი წელია ისედაც ძალიან მძიმე ვითარებაში მავთულხლართების პირისპირ ცხოვრობს. როდესაც ასეთ მოქმედებებს აქვს ადგილი, ბუნებრივია ამას არანაირი, არც სამართლებრივი და არც ადამიანური გამართლება არ გააჩნია და ჩვენი მოთხოვნაცა და მცდელობაც იქითკენაა მიმართული, რომ ოჯახს რაც შეიძლება მალე დაუბრუნდეს“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

ლევან ლორთქიფანიძე - დამოუკიდებლობის დღეს ვხვდებით შფოთით, ბრაზით, არასტაბილურობის შეგრძნებით და ბუნდოვანი მომავლით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის