ვანო მერაბიშვილის მკურნალი ექიმი - სიმსივნური პათოლოგია გამოირიცხა, სახის ნერვის დამბლა არ არის,  ამ დროისთვის ჰორნერის სინდრომის დიაგნოზზე ვმუშაობთ

ვანო მერაბიშვილის მკურნალი ექიმის, თერაპევტ ელენე ხურციძის განცხადებით, მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და არ არსებობს საფუძველი, რის გამოც ის "მედიქლაბ ჯორჯიაში" დატოვონ. ექიმის თქმით, სიმსივნური პათოლოგია გამოირიცხა და ამ დროისთვის ჰორნერის სინდრომის დიაგნოზზე მუშაობენ. ხურციძის განმარტებით, გავრცელებული ინფორმაცია, რომ მერაბიშვილს აქვს სახის ნერვის დამბლა, სიმართლეს არ შეესაბამება.

"ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობაზე ამჟამად შეშფოთების საფუძველი ნამდვილად არ არსებობს. მდგომარეობა აბსოლუტურად სტაბილურია. რაც შეეხება მისი დიაგნოზის შესახებ შეკითხვებს, მინდა გითხრათ, რომ იდიოპათიური ჰორნერის სინდრომის დიაგნოზი არის ჩვენი ძირითადი სამუშაო ვერსია, თუმცა გამორიცხულია მწვავე მდგომარეობები, როგორც სიმსივნური პათოლოგია, ასევე სხვა მწვავე პათოლოგია, რომელიც საფრთხეს შეუქმნიდა პაციენტის მდგომარეობას. ასევე, გამორიცხულია მწვავე ეგზოგენური ტოქსიკაციის რამე ნიშანი. სახის ნერვის დამბლა არ არის, რომელზეც აზრი მუსირებდა მასმედიაში. კონსილიუმის შედეგად მივიღეთ გადაწყვეტილება, დამატებით გავაკეთოთ კვლევა - საძილე არტერიის ულტრასონოგრაფია, რომელიც ესაჭიროება პაციენტს. ამჟამად მისი მდგომარეობა სტაბილურია, საჭიროებს მხოლოდ დაკვირვებით რეჟიმში მკურნალობის გაგრძელებას. რამე კონკრეტულ მკურნობას არ საჭიროებს და ის დატოვებს ჩვენს კლინკას", - განაცხადა ხურციძემ.

"მედიქლაბ ჯორჯიას" ექიმებთან ერთად კონსილიუმში მონაწილეობდა ვანო მერაბიშვილის ოჯახის მიერ მიწვეული სამი ექიმი.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო