www.kalo.ge აგრო პლატფორმა - კრედო ბანკისა და "ტრაქტორის" ერთობლივი პროექტი

დღეს პირველად მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი გახდა ონლაინ პლატფორმა www.kalo.ge, რომელიც კრედო ბანკმა და "ტრაქტორმა" ერთობლივი ძალებით შექმნეს. www.kalo.ge, წარმოადგენს ფერმერებისთვის განკუთვნილ ონლაინ მაღაზიასა და მომსახურების ინტერნეტ სივრცეს. www.kalo.ge საგრანტო კომპონენტის ფარგლებში შეიქმნა. რესურსი სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ფონდის მიერ გამოიყო, რომელიც ორიენტირებულია ქვეყანაში სასოფლო სამეურნეო აქტივობების ზრდასა და განვითარებაზე. პროექტში აგრეთვე აქტიურად იყო ჩართული USAID-ის პროქტი ZRDA, პარტნიორ ორგანიზაცია "ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის" (RDFG)-თან ერთად.

კალო თანამედროვე მიდგომაა, ის მრავალფეროვან მომსახურებას სთავაზობს ფერმერებს, რომლებიც პორტალის ფუნქციონალის მთავარი ბენეფიციარები იქნებიან. გარდა იმისა, რომ პლატფორმის მეშვეობით საგანმანათლებლო ინფორმაცია და ვიდეო ინსტრუქციები გავრცელდება, პორტალზე ფერმერები მიიღებენ აგრო კონსულტაციებს და ასევე, წვდომა ექნებათ აგროკალენდართან. შედეგად სარწმუნო წყაროსგან გაიგებენ, თუ როდის არის ამა თუ იმ კულტურის დათესვის დრო, რათა საბოლოოდ, ნაყოფიერი მოსავალი მიიღონ. პორტალი მომხმარებელს ასევე შესთავაზებს მოსახერხებელ ინტერნეტ მაღაზიის ფუნქციასაც, შეძენილი სასოფლო სამეურნეო მასალებისა და ტექნიკური საშუალებების ადგილზე მიტანის სერვისით. ამასთანავე პორტალზევე იქნება შესაძლებელი კრედო ბანკის სესხზე და სხვა ფინანსურ პროდუქტებზე განაცხადის შევსებაც.

კრედო ბანკი აქტიურად უჭერს მხარს სასოფლო სამეურნეო საქმიანობის განვითარებას საქართველოში, აგრო სპეციფიკაზე მორგებული საკრედიტო პროდუქტებითა და ინოვაციური მიდგომებით. კალო ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტია, რომელიც კრედოს ციფრული სტრატეგიის ფარგლებში განხორციელდა. აღნიშნული პროექტი საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორისთვის უდიდესი წინგადადგმული და წარმატებული ნაბიჯია, რაც ამ სექტორის პროდუქტიულობის ზრდასა და აყვავებას გამოიწვევს. აუცილებლად უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მთლიანად პროექტი განხორციელდა სააქციო საზოგადოება ტრაქტორის უდიდესი წვლილისა და EFSE DF-ის ტექნიკური დახმარებით, ასევე, USAID ZRDA საქართველოში-ს მხარდაჭერით.

“ჩვენს პარტნიორებთან ერთად ასეთი წარმატებული დასაწყისით, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ კალო მომდევნო წლებში სულ უფრო მეტ ფერმერს მოიზიდავს თავისი მაღალხარისხიანი მომსახურებით, რაც გულისხმობს სოფლის მეურნეობის აქტივობების ხელშეწყობასა და ქვეყანაში მთლიანი სექტორის განვითარებაზე ზრუნვას“ , -ამბობს ზაზა ფირცხელავა, "კრედო ბანკის" აღმასრულებელი დირექტორი.

„ეს პარტნიორობა შესაძლებლობას გვაძლევს, გაერთიანებული ძალებით დავეხმაროთ ფერმერებს, რომ განვითარებად ბაზარზე თავიანთი პროდუქციის გაუმჯობესება და მიღებული შემოსავლის გაზრდა შეძლონ. "კრედო ბანკთან" ერთად ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯს ვდგამთ ამ მიმართულებით. ამიერიდან ჩვენი მომსახურება 100 000-ზე მეტ ახალ მომხმარებელზე გავრცელდება“, - განაცხადა იონე ქათსჰოეკმა, "ტრაქტორის" აღმასრულებელმა დირექტორმა.

EFSE DF თავმჯდომარე, მარკუს აშენდორფი ამბობს, რომ „სოფლის მეურნეობა საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი ღერძია და მას ჯერ კიდევ დიდი პოტენციალი აქვს განვითარების კუთხით. კალოს მომსახურება მიზანმიმართულია რელევანტური და თანამედროვე ინფორმაციის გავრცელებისა და ათვისებისებისკენ. იგი მიზნად ისახავს, მოიცვას არა მხოლოდ ეს სექტორი, არამედ მთელი ეკონომიკა.“

„გვჯერა, რომ კალოს პლატფორმის შინაარსი და ფუნქციები საქართველოს ფერმერებისთვის სასარგებლო ინსტრუმენტი აღმოჩნდება,“ - აცხადებს ბრაიან კინგი, USAID ZRDA საქართველოში პროექტის ხელმძღვანელი.

კრედო ბანკის შესახებ

კრედო ბანკი საქართველოში წამყვანი მიკროსაფინანსო ბანკია ქვეყნის მასშტაბით არსებული წარმომადგენლობებისა და კლიენტების კუთხით. მას 68 სერვის ცენტრი აქვს და, დაახლოებით, 260 000 კლიენტს ემსახურება მთელ ქვეყანაში. ბანკის მთავარი მისიაა, მიაწოდოს მდგრადი ფინანსური მომსახურება მიკრო, პატარა და საშუალო ზომის ბიზნესს, მათ შორის, კი უპირატესობა ენიჭება სოფლის მეურნეობის აქტივობებს და ისეთი ტიპის საქმიანობებს, რაც ქმნის დასაქმებისა და შემოსავლის გაჩენის შესაძლებლობას. კრედო ბანკს უცხოელი მეწილეების კონსორციუმი ქმნის - სოციალური გავლენის ინვესტორები: Access Microfinance Holding AG, ResponsAbility Investment Management AG, და Triodos Investment Management BV.

ტრაქტორის შესახებ

"ტრაქტორი" 2017 წელს შეიქმნა. ის ფერმერებისთვის განკუთვნილ მობილურ და ონლაინ დახმარების პორტალს წარმოადგენს, ელექტრონული ვაჭრობის პლატფორმას, რომელიც მცირე და საშუალო ზომის აგრობიზნესებს უკეთესი წვდომით უზრუნველყოფს უკეთეს საქონელსა და მომსახურებაზე, მათ შორის აგრო კრედიტებსა და დაზღვევაზე (ვიდეო) წვდომასაც უმარტივებს. ტრაქტორი დღესდღეობით საქართველოში ყველაზე პოპულარული ონლაინ ინსტრუმენტია ფერმერებისთვის, პლატფორმიდან ისინი იღებენ მათთვის განკუთვნილ ინფორმაციებს. "ტრაქტორის" პოპულარობაზე მომხმარებლების რაოდენობაც მეტყველებს: მის ონლაინ და მობილურ აპლიკაციას ყოველთვიურად 30 000-ზე მეტი აქტიური მომხმარებელი სტუმრობს, ხოლო მოკლე ტექსტური შეტყობინების ბაზაში 20 000-ზე მეტი ადამიანის მონაცემი ფიქსირდება, აქ განთავსებულ საგანმანათლებლო ვიდეოებს კი 3 მილიონზე მეტი ნახვა აქვს.

EFSE DF-ის შესახებ

ევროპული ფონდი სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისთვის 2006 წელს შეიქმნა, რათა მხარი დაეჭირა ფონდის განვითარებაზე გათვლილი კომპონენტის მანდატისთვის. იგი მიზნად ისახავს ეფექტური, მიზნობრივი და ინოვაციური ტექნიკური მხარდაჭერის გაწევას, რათა საბოლოოდ გაზარდოს ფონდის ფინანსური მანდატის გავლენა და მასშტაბი სამიზნე ქვეყნებში. აღნიშნული ფონდის მომსახურებაში შედის შესაძლებლობების გაძლიერება და ტრენინგები, ასევე, ფინანსური სექტორის მხარდაჭერა და კვლევა, რომელიც ემსახურება ფონდის პარტნიორი სესხის გამცემი ინსტიტუტების შიდა შესაძლებლობებისა და ოპერაციების გაძლიერებას.

განვითარების კომპონენტი ფონდისგან დამოუკიდებელი ინსტიტუციაა და იგი ლუქსემბურგის კანონმდებლობას ექვემდებარება ფიდუციური ვალდებულების ფარგლებში. განვითარების საექსპერტო კომიტეტი შედგება იმ წევრებისგან, რომლებიც ნომინირებულნი არიან გერმანიის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის (KfW), განვითარებისა და თანამშრომლობის შვეიცარიული სააგენტოს, ავსტრიის განვითარების ბანკისა (OeEB) და ჰოლანდიის განვითარების ბანკის (FMO) მიერ. კომიტეტის კომპეტენციის ფარგლებში შედის საპროექტო წინადადებების შეფასება და დამტკიცება, ასევე, საჭირო სტრატეგიული ხედვის ჩამოყალიბება.

USAID პროექტი ZRDA საქართველოში

USAID პროექტი ZRDA საქართველოში ხუთწლიანი პროგრამაა, რომელიც მიზნად ისახავს ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას საქართველოს ხუთი რეგიონის 81 დასახლებაში მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების მხარდაჭერით, სოფლად მცხოვრები მოსახლეობის პროდუქტიულობის ზრდით, მწარმოებლებსა და მყიდველებს შორის არსებული საბაზრო კავშირების გაღრმავებითა და ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების წახალისებით, რასაც კავშირების ჩამოყალიბებითა და გაძლიერებით ახერხებს. შედეგად, ZRDA შექმნის სულ მცირე 2400 სამუშაო ადგილს, გაყიდვების რაოდენობას გაზრდის სულ მცირე 860 მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესისათვის, 13 200 ოჯახში გაიზრდება შემოსავალი და საზოგადოების მდგრადი ცხოვრების გაუმჯობესებული დონეც გახდება გაზომვადი.

(R)

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა