დავით ბაქრაძე - ქართულმა მხარემ უნდა მიიღოს ყველა ზომა მაია ოთინაშვილის უსწრაფესად გასათავისუფლებლად და დამნაშავეების დასასჯელად

ქართულმა მხარემ უნდა მიიღოს ყველა აუცილებელი ზომა მაია ოთინაშვილის უსწრაფესად გასათავისუფლებლად და დამნაშავეების დასასჯელად, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით ბაქრაძემ ე.წ. მესაზღვრეების მიერ მაია ოთინაშვილის გატაცების შესახებ განაცხადა. მისივე თქმით, აუცილებელია მოძალადეების დასჯა და მათი ჩასმა ე.წ. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში.

„ქართულმა მხარემ უნდა მიიღოს ყველა აუცილებელი ზომა მაია ოთინაშვილის უსწრაფესად გასათავისუფლებლად და დამნაშავეების დასასჯელად. ეს მოიცავს მთელი ჩვენი დიპლომატიური რესურსის ამოქმედებას, ჩვენი პარტნიორების, ელჩებისა და საერთაშორისო ორგანიზების ინფორმირებას, მაგრამ მხოლოდ ინფორმირება და გათავისუფლება არ არის საკმარისი. აუცილებელია მოძალადეების დასჯა, იმ ადამიანების დასჯა, ვინც გაიტაცა და სავარაუდოდ შეურაცხყოფა მიაყენა მაია ოთინაშვილს. ამიტომ, აუცილებელია ამ ადამინების ჩართვა „ოთხოზორია -ტატუნაშვილის სიაში“, მათ წინააღმდეგ სანქციების მიღება და საერთაშორისო ძებნაზე დასმა. თითოეულმა მოძალადემ, ვინც ძალადობს ქართველი მოსახლეობის წინააღმდეგ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, უნდა იცოდეს, რომ ისინი აუცილებლად გახდებიან სამართლებრივი და პოლიტიკური დევნის ობიექტი, რათა მომავალში ასეთი რამის გაკეთება ვერ გაბედონ“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

შეგახსენებთ, რომ ე.წ. მესაზღვრეებმა 37 წლის მაია ოთინაშვილი 29 სექტემბერს დააკავეს. ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ინფორმაციით, მას ბრალად ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთა ედება. მაია ოთინაშვილს ათდღიანი წინასწარი პატიმრობა მიესაჯა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს