„სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო ხელისუფლება - საქართველოში გარკვეული ძალები მაია ოთინაშვილის გარშემო შექმნილ სიტუაციას საკუთარი პიარისთვის იყენებენ

გარკვეული ძალები საქართველოში, რომლებიც სამხრეთ ოსეთის საზღვრის დარღვევით არიან დაინტერესებული, მაია ოთინაშვილის გარშემო შექმნილ სიტუაციას საკუთარი პიარისთვის იყენებენ, - ამის შესახებ პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენლის მურატ ჯიოევის აპარატში განაცხადეს.

„მიუხედავად იმისა, რომ მაია ოთინაშვილთან მიმართებაში მიმდინარეობს გამოძიება, საქართველოს ხელისუფლება და უფლებადაცვითი ორგანიზაციები მედიაში სამხრეთ ოსეთს უყენებენ აბსოლუტურად დაუსაბუთებელ და ყალბ ბრალდებებს ოთინაშვილის „გატაცებასა“ და მისი უფლებების „დარღვევაში“. იქმნება შთაბეჭდილება, რომ გარკვეული ძალები საქართველოში დაინტერესებული არიან საზღვრის დარღვევით, რათა შემდეგ ეს საკუთარი პიარისთვის გამოიყენონ“, - განაცხადეს უწყებაში.

შეგახსენებთ, რომ ე.წ. მესაზღვრეებმა 37 წლის მაია ოთინაშვილი 29 სექტემბერს დააკავეს. ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ინფორმაციით, მას ბრალად ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთა ედება. მაია ოთინაშვილს ათდღიანი წინასწარი პატიმრობა მიესაჯა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს