ზაზა სარალიძე - საერთაშორისო ორგანიზაციების და დიპლომატების მხარდაჭერის იმედი მაქვს

„ადამიანის უფლებათა სახლის ოფისში“ ზაზა სარალიძე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ზაზა სარალიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მან დიპლომატებს დეტალურად მოაწოდა ინფორმაცია, როგორც საპროტესტო აქციების მიმდინარეობის, ასევე საგამოძიებო კომისიის დასკვნის შესახებ.

„ვისაუბრე დეტალურად და მაქსიმალურად მივაწოდე ინფორმაცია საქმის შესახებ, როგორც კომისიის, ასევე საპროტესტო აქციების შესახებ. იმედი მაქვს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები და დიპლომატები საკუთარ სიტყვას იტყვიან და იმედი მაქვს მხარდაჭერის“, - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

„ადამიანის უფლებათა ცენტრის" წარმომადგენლის ალეკო ცქიტიშვილის თქმით, მათ დიპლომატებს მიაწოდეს ასევე ინფორმაცია იმის შესახებ, რომ იგეგმება ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში საჩივრის შეტანა.

„ადამიანის უფლებათა ცენტრი მეორედ შეხვდა საქართველოში აკრედიტებული საელჩოების წარმომადგენლებს. პირველად ჩვენი შეხვედრა შედგა საგამოძიებო კომისიის დაწყების დროს. ჩვენ მაშინ გამოვთქვით იმედი, რომ სამართლებრივ ველში გადაინაცვლებდა პროცესები ქუჩიდან. ეს ასეც მოხდა. როდესაც პარლამენტში საგამოძიებო კომისია მუშაობდა, ქუჩაში პროტესტი შეწყდა და საკითხები, რომელიც საზოგადოებრივ მღელვარებას იწვევდა, დაისვა პარლამენტში. კომისიამ საკუთარი დასკვნით უპასუხა ამ მოთხოვნებს, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციების შეშფოთებებს. თუმცა, დღეს ვხედავთ, რომ ხელისუფლება არ აპირებს დროებითი საგამოძიებო კომისიის რეკომენდაციები გაითვალისწინოს. ჩვენ გვსურდა დიპლომატებს ჰქონოდათ ინფორმაცია, თუ რა სამართლებრივი მექანიზმებია დარჩენილი ამ საქმის გამოძიების დასრულების მიმართულებით. სამწუხაროდ, სამართლებრივი რეაგირების რესურსები პრაქტიკულად იწურება. ამჟამად მიმდინარეობს სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვა და მეორე მხრივ ჩვენ ვემზადებით საჩივრის შეტანისთვის ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში", - განაცხადა ალეკო ცქიტიშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა