გედევან ფოფხაძე - ყიფიანი დიდ გაუგებრობაშია მოყოლილი - ჯერ თვითონ უნდა ჩამოყალიბდეს, შეშინებულია, დამნაშავეა, რაღაც ავანტიურაში იღებდა მონაწილეობას თუ კორუფციულ გარიგებაში

მგონია, რომ ლევან ყიფიანი ძალიან დიდ გაუგებრობაშია მოყოლილი - ჯერ თვითონ უნდა ჩამოყალიბდეს, შეშინებულია, დამნაშავეა, რაღაც ავანტიურაში იღებდა მონაწილეობას თუ კორუფციულ გარიგებაში, - აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან საუბრისას „ქართული ოცნების“ დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ გააკეთა.

ფოფხაძის თქმით, პირადად მისთვის ლევან ყიფიანის ემოციური მდგომარეობა არაფის განმსაზღვრელი არ არის და მნიშვნელოვანია ფაქტობრივად დადგინდეს, თუ რასათან გვაქვას საქმე რეალურად.

„გუშინდელი განცხადებებისა და გაურკვეველი ჩანაწერების ფონზე უნდა მოვახერხოთ, რომ ამ ყველაფერს სამართლებრივი ფორმა მიეცეს და არ იყოს ჭორაობის დონეზე. უნდა გავიგოთ ვინ ჩადიოდა დანაშაულს, ვინ არის დამნაშავე და რეალურად რასთან გვაქვს საქმე. არსებული ინფორმაციები ამის შესაძლებლობას არ გვაძლევს, პირად შთაბეჭდილებებზე კი ვერაფერს ვიტყვი“ , - აღნიშნა გედევან ფოფხაძემ.

ცნობისთვის, გუშინ, ლევან ყიფიანმა თბილისის საქალაქო სასამართლოდან დაკითხვიდან გამოსვლის ე.წ. სარდაფის ინციდენტს სრული სიყალბე და სამარცხვინო სიცრუე უწოდება.

მისი თქმით, ის ოთარ ფარცხალაძეს იცნობს და მასთან კომუნიკაცია არაერთხელ ჰქონია. ლევან ყიფიანი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ არანაირ ზეწოლას ფარცხალაძის მხრიდან ადგილი არ ჰქონია და არც „სარდაფის ეპიზოდი“ არ ყოფილა. ამასთან, ლევან ყიფიანმა განაცხადა, რომ მასზე არსებული ზეწოლის გამო ზაზა ოქუაშვილმა აუდიოჩანაწერების გაკეთება შესთავაზა, რათა ისინი უცხოელი პარტნიორების დასარწმუნებლად გამოეყენებინა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა