„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ წარმომადგენელი - პარტიების დაფინანსების თვალსაზრისით, საინტერესო ამ ეტაპზე საპრეზიდენტო არჩევნებისთვის არაფერი ხდება

შეიძლება ითქვას, პარტიების დაფინანსების თვალსაზრისით, საინტერესო ამ ეტაპზე საპრეზიდენტო არჩევნებისთვის არაფერი ხდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პოლიტიკური ფინანსების გამჭვირვალობისა და კანონიერების მონიტორინგის საკითხებზე მომუშავე დროებითი საკონსულტაციო კომისიის მეორე სამუშაო შეხვედრის შემდეგ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წარმომადგენელმა გიგი ჩიხლაძემ განუცხადა. მისი თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე არასამთავრობო ორგანიზაციებმა ზოგადი ინფორმაცია მიიღეს შემოწირულებებთან დაკავშირებით.

„მივიღეთ ზოგადი ინფორმაცია შემოწირულებებთან დაკავშირებით. ვისაუბრეთ შემოსულ ერთ საჩივარზე. დაჯარიმებული, როგორც ინფორმაცია მოგვაწოდეს აუდიტის სამსახურში, არავინ არის. შეიძლება ითქვას, პარტიების დაფინანსების თვალსაზრისით საინტერესო ამ ეტაპზე საპრეზიდენტო არჩევნებისთვის არაფერი არ ხდება. თუმცა, ჩვენი მხრიდან გავამახვილეთ ყურადღება კანდიდატების ხარჯებთან დაკავშირებით, განსაკუთრებით იმ არაორდინალურ სიტუაციაში, როდესაც მმართველ პარტიას არ ჰყავს კანდიდატი და ჰყავს საკუთარი დამოუკიდებელი ფავორიტი კანდიდატი. ყველა ჩართული მხარე მაქსიმალურად უნდა დააკვირდეს, ხომ არ ხდება მათ შორის რესურსების გადანაწილება. ამ მიმართულებით აუდიტის სამსახურს აქვს გარკვეული გეგმები მათი ხარჯების დაკვირვებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ჩიხლაძემ.

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა“ ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის ირმა პავლიაშვილის განცხადებით, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ამ ეტაპზე არის „ფეისბუქ“ გვერდების დაფინანსება.

„აუდიტის სამსახურმა წარმოგვიდგინა ხარჯები, თუ რა ტიპის შემოწირულებებია, როგორ მიმდინარეობს ეს პროცესი. ჩვენ ვიმსჯელეთ „სამართლიანი არჩევნების“ და საია-ს მიერ წარდგენილ ინფორმაციებზე. ზოგადად უნდა ითქვას, რომ არჩევნებზეც იკვეთება ის პრობლემა, რაც 2017 წელსაც იყო. ეს არის სოციალური მედიის ფარგლებში „ფეისბუქ“ გვერდები, რომელიც დაფინანსებულია. მნიშვნელოვანია ამ კუთხით გაგრძელდეს მუშაობა და აუდიტის სამსახურს ჰქონდეს ინსტრუმენტი, რომელიც რეალურად შესაძლებელს გახდის ფინანსების გამჭვირვალობა დაზუსტდეს“, - აღნიშნა პავლიაშვილმა.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი