გიორგი ჩივიაშვილი - საქართველოში ჩატარებულ ყველა სამედიცინო კვლევას გავაგზავნით უცხოეთში, ასევე, ვაპირებთ უცხოელი ექიმების ჩამოყვანას

ჩვენ გავაგზავნით საქართველოში ჩატარებულ ყველა სამედიცინო კვლევას, ასევე, ვაპირებთ უცხოელი ექიმების ჩამოყვანას, რომ მათ მაინც დასვან დიაგნოზი, - ამის შესახებ ყოფილი პრემიერის, ვანო მერაბიშვილის ადვოკატმა გიორგი ჩივიაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

ადვოკატის თქმით, ვანო მერაბიშვილის ზუსტი დიაგნოზის დადგენა ვერ ხერხდება და ამიტომ მიზანშეწონილია, რომ მისთვის კვლევები უცხოელმა ექიმებმაც ჩაატარონ.

„გუშინ, კლინიკა „მედიქლაბში“ შედგა კონსილიუმი, იყვნენ მიწვეული ექიმები და ადგილობრივი ექიმები, რომლებმაც იმსჯელეს ივანე მერაბიშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. აღნიშნულ კლინიკაში ჩატარდება გარკვეული კვლევები, მაგრამ სამწუხაროდ, კონსილიუმი საბოლოოდ მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ეს არის ჰორნერის სინდრომი, მაგრამ თუ რამ გამოიწვია, ეს მათთვის გაუგებარია. ექიმების ნაწილი გამოთქვამდა აზრს, რომ აღნიშნული პრობლემა შეიძლება უფრო გართულდეს და მიმდინარე პროცესია ისევ ორგანიზმში, არის მენინგიტის საშიშროება, ამ მოსაზრებას ექიმების ნაწილი არ დაეთანხმა. ასევე იყო მოსაზრება ექიმების, რომ თუკი ეს კვლევები მერაბიშვილს დროულად ჩაუტარდებოდა, აბსოლუტურად ზუსტად იქნებოდა დიაგნოზირებული, რაც სამწუხაროდ, არ მოხდა. მას საწყის ეტაპზე მკურნალობდნენ რინიტზე და კონიუნქტივიტზე, რამაც მიგვიყვანა იქამდე, რომ დღეს შეუძლებელი გახდა დიაგნოზის დასმა, რა სჭირს ივანე მერაბიშვილს. დაგვიანებული კვლევა აღმოჩნდა ძირითადი მიზეზი იმის, რომ დღეს ჩვენ არ გვაქვს დიაგნოზი. დღეს ვანო მერაბიშვილი, პრაქტიკულად, მკურნალობის კურსს არ გადის. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე მივედით იმ დასკვნამდე, რომ ვინაიდან ვერ ხერხდება დიაგნოზის დასმა, ჩვენ ვაგზავნით საქართველოში ჩატარებულ ყველა სამედიცინო კვლევას საზღვარგარეთ, გავდივართ კონსულტაციებს უცხოელ ექიმებთან და უახლოეს პერიოდში ვაპირებთ, უცხოელი ექიმების ჩამოყვანას და დამატებით მოვითხოვთ ივანე მერაბიშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა რომ მოვახერხოთ და ვანახოთ უცხოელ სპეციალისტებს. იმედს ვიქონიებთ, რომ ისინი მაინც მოახერხებენ დიაგნოზის დასმას“,- განაცხადა ჩივიაშვილმა.

ვანო მერაბიშვილი კლინიკაში სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან 2 ოქტომბერს გადაიყვანეს. დღეს კი ის ისევ დაწესებულებაში დააბრუნეს. მას ექიმებმა ჰორნერის სინდრომის დიაგნოზი დაუსვეს.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო