ქეთევან ციხელაშვილი - საუბარი იმაზე, რომ მაია ოთინაშვილი კარგ პირობებშია და კომფორტულადაა, სერიოზული არ არის

საუბარი იმაზე, რომ მაია ოთინაშვილი კარგ პირობებშია და კომფორტულადაა, სერიოზული არ არის, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ დაკავებული ქალი გათავისუფლდეს.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ წითელ ჯვარს ჰქონდა დაკავებულის მონახულების საშუალება და ეს ინფორმაცია ოჯახს მიეწოდა. ჩვენ ასევე ვნახეთ, რომ გარკვეული ინფორმაცია გავრცელდა ოსური საინფორმაციო საშუალებებითაც. რა თქმა უნდა, საუბარი იმაზე, რომ ის კარგ პირობებშია და კომფორტულადაა, სერიოზული არ არის. მისი ფიზიკური და ჯანმრთელობის მდგომარეობა ცხადია ყველასთვის და პირველ რიგში ოჯახისთვის ერთ-ერთი მთავარი საკითხია და ამაზე ინფორმაცია გარკვეულწილად მიღებულია. ჩვენ ინტერესია, რომ დაკავებული ქალი გათავისუფლდეს. ასევე ჩვენი ინტერესია, რომ ადამიანებს საკუთარ სახლსა თუ ბაღში გადაადგილების საშუალება გააჩნდეთ; რომ ოსებსა და ქართველებს, ამ ხელოვნური მავთულხლართებისა და ბარიკადების ორივე მხარეს, ერთმანეთთან მისვლის გზები და გადაადგილების შესაძლებლობა ჰქონდეთ. ჩვენს ინტერესშია, რომ მსგავსი აბსოლუტურად მიუღებელი ფაქტები არ ხდებოდეს. ამისათვის ყველანაირი მუშაობა გაგრძელდება“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს