საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ძლიერი ქარია მოსალოდნელი, მაღალმთაში შესაძლოა მოთოვოს

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ამინდი გაუარესდება და ძლიერი ქარია მოსალოდნელი, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, ამაღამ საქართველოს მაღალ მთაში ტემპერატურის მკვეთრი ვარდნა და თოვლია მოსალოდნელი. დღეს, მთელი დღე იქნება ძლიერი ქარი როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოში, მაგრამ უფრო ძლიერი აღმოსავლეთ საქართველოშია მოსალოდნელი. დროგამოშვებით იქროლებს 20-25 მეტრი წამში.

„რაც შეეხება ამინდს, დასავლეთ საქართველოში ამ დღეებში ფიქსირდებოდა საკმაოდ მაღალი, ტემპერატურა 30-32 გრადუსის ფარგლებში. 5 ოქტომბრიდან ველოდებით ტემპერატურის მკვეთრ დაცემას 15-20 გრადუსამდე და შესაძლებელია უფრო დაბალი ტემპერატურაც იყოს. აღმოსავლეთ საქართველოში ტემპერატურა 17-22 გრადუსის ფარგლებში იქნება, ხოლო დედაქალაქში - 18-20 გრადუსის ფარგლებში.

5 ოქტომბერს ძირითადად ნალექს ველოდებით დასავლეთ საქართველოს ყველა რეგიონში, მაგრამ მალე გამოიდარებს, თუმცა გავრცელდება ცივი ჰაერის მასები მთელ საქართველოში. მაღალმთიან რეგიონებში დაბალი ტემპერატურაც დაფიქსირდება. თუ სადმე ნალექი შერჩა მაღალ მთაში, შესაძლოა, თოვლის სახით მოვიდეს.

ცივი და ნოტიო მასების შემოჭრა საქართველოს ტერიტორიაზე საკმაოდ ხანმოკლეა. დასავლეთ საქართველოში 6 ოქტომბრიდან გამოიდარებს. აღმოსავლეთ საქართველოში ორ დღეში ქარი ჩადგება, თუმცა ტემპერატურა კიდევ დაიკლებს. 7 ოქტომბერს, ღრუბლიანი ამინდია და 12-13 გრადუსის ფარგლებში ტემპერატურა დაფიქსირდება. 8 ოქტომბრიდან ამინდის გაუმჯობესებას ველოდებით, განსაკუთრებით, დასავლეთ საქართველოში“, - აღნიშნა სვეტლანა ნიორაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა