კახი კავსაძე - ზურაბიშვილს აკრიტიკებენ ქართულად კარგად ვერ ლაპარაკობსო, რას მელაპარაკებით? რამდენი მინახავს ქართულად გამართულად ლაპარაკობს, მაგრამ საძაგლობას ამბობს

სალომე ზურაბიშვილი ძალიან ზრდილობიანი, თავმდაბალი და განსაკუთრებულად კარგი ქალბატონია, - ასე აფასებს მსახიობი კახი კავსაძე „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ საპრეზიდენტო კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს.

„კვირის პალიტრასთან“ მსახიობმა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა და სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურასაც შეეხო.

„ძალიან ზრდილობიანი, თავმდაბალი და განსაკუთრებულად კარგი ქალბატონია! მე თვითონ შევესწარი რამდენიმე რჯულის ხალხში რომ იდგა და ყველას თავის ენაზე ესაუბრებოდა. ჩემზე ამაყი იმ წუთში არავინ იყო, როცა ვხედავდი ქალი ხუთ სხვადასხვა ენაზე, როგორ უხსნიდა ყველაფერს. უბედნიერესი ვიყავი მისი შემყურე! ქართულად ვერ ლაპარაკობს კარგად, ჩემო ბატონო?! რას მელაპარაკებით, სალომე ზურაბიშვილს აკრიტიკებენ, არადა, რამდენი მინახავს ქართულად კი ლაპარაკობს გამართულად, მაგრამ საძაგლობას ამბობს, აი, ხმალი მაშინ უნდა იშიშვლო კაცმა!" - განაცხადა კახი კავსაძემ.

იხილეთ სტატია

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა