საგარეო უწყების სპეციალური წარმომადგენელი - რუსეთის ფედერაცია ცდილობს,  უკანონო დაკავებებით მდგომარეობის ესკალაცია მოახდინოს

უკანონო დაკავებებით რუსეთის ფედერაცია ცდილობს, ადგილზე მოახდინოს მდგომარეობის ესკალაცია, რაც ხელს უშლის სამშვიდობო პროცესში ჩვენს ძალისხმევას კონფლიქტის დარეგულირების მიმართულებით, - ასე გამოეხმაურა საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალური წარმომადგენელი ვლადიმერ კონსტანტინიდი საოკუპაციო ხაზიდან მაია ოთინაშვილის გატაცებას.

“ეს ფაქტი ჩვენს შეშფოთებას იწვევს. საიდუმლო არ არის, რომ ეს მუდმივი უკანონო დაკავებები ხორციელდება რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების სამსახურების მიერ, მათი ორგანიზებით და მსგავსი ნაბიჯებით რუსეთის ფედერაცია ცდილობს, რომ ადგილზე მოახდინოს მდგომარეობის ესკალაცია, რაც ხელს უშლის სამშვიდობო პროცესში ჩვენს ძალისხმევას კონფლიქტის დარეგულირების მიმართულებით. აღნიშნულ ფაქტზე ინფორმირებული არიან საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები. მუშაობას განაგრძობენ ასავე შესაბამისი უწყებები“, - განაცხადა ვლადიმერ კონსტანტინიდიმ.

შეგახსენებთ, რომ ე.წ. მესაზღვრეებმა 37 წლის მაია ოთინაშვილი 29 სექტემბერს დააკავეს. ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ინფორმაციით, მას ბრალად ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთა ედება. მაია ოთინაშვილს ათდღიანი წინასწარი პატიმრობა მიესაჯა.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!