ეკა ბესელია - რაც დადგინდა, რომ ჩანაწერები არ არის ავთენტური, გამოძიება იმის დასადგენად უნდა გაგრძელდეს, ვინ შეაკოწიწა ეს ან რისთვის დასჭირდათ

მას შემდეგ, რაც დადგინდა, რომ გამოქვეყნებული ჩანაწერები არ არის ავთენტური, გამოძიება იმის დასადგენად უნდა გაგრძელდეს, ვინ გააკეთა ეს ჩანაწერი, ვინ შეაკოწიწა ან რისთვის დასჭირდათ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პროკურატურის განცხადებასთან დაკავშირებით პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ განუცხადა. მისი თქმით, ექსპერტიზა ითვლება ობიექტური ხარისხის მტკიცებულებად.

„როდესაც ვისმენთ ფარულ ჩანაწერებს, რომლის წარმომავლობის კანონიერება არავინ იცის, პირველი კითხვა რაც ისმება არის აუთენტურია თუ არა. სამხარაულის სახელობის ექსპერტიზა ამბობს, რომ ეს ჩანაწერები არის მონტაჟი, ხელოვნურად შეკოწიწებული გადაბმებით და ა.შ. აქედან გამომდინარე, ამ ჩანაწერების სანდოობა და უტყუარობა ექსპერტიზამ გამორიცხა და ამბობს, რომ ის არ არის ავთენტური. ჩემთვის, როგორც იურისტისთვის, შემდეგი ეტაპი რაც ამას უნდა მოყვეს არის, ის თუ ვინ გააკეთა, ვინ შეაკოწიწა ეს და რისთვის დასჭირდათ. ეს არის სრულიად ლეგიტიმური კითხვები, რომელიც გამოძიების წინაშე დგას და გამოძიება ახლა ამ მიმართულებით უნდა გაგრძელდეს",- განაცხადა ბესელიამ.

მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნის შედეგად, „ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებულ საკითხზე გავრცელებული ჩანაწერები ავთენტური არ არის და დამზადებულია მონტაჟის გზით.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს