თამარ ჩუგოშვილი პროკურატურას მოუწოდებს, დააჩქაროს ოთარ ფარცხალაძესა და ლაშა თორდიას შორის ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე დაწყებული გამოძიება და შედეგი წარმოადგინოს

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი პროკურატურას მოუწოდებს, დააჩქაროს ყოფილ მთავარ პროკურორს ოთარ ფარცხალაძესა და გენერალურ აუდიტორს ლაშა თორდიას შორის მომხდარ ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე დაწყებული გამოძიება და შედეგი წარმოადგინოს.

„ის, რასაც ოთარ ფარცხალაძის შესახებ ამბობენ, ჭორების სახით მსმენია, მაგრამ შეხება არ მქონია კონკრეტულ ფაქტთან, რაც მის ამ ფორმით ბიზნესში ჩარევას დაადასტურებდა. თუკი ვინმე ასეთ ფაქტებს მომაწვდის, ჩემთვისაც საინტერესო იქნება, რომ გავეცნო. ერთადერთი რაც არის ცნობილი და ყველაზე თვალნათელი მასთან დაკავშირებით, ეს არის გენერალურ აუდიტორთან დაკავშირებული ფიზიკური კონფლიქტის პრობლემა, რაზეც გამოძიების შედეგები ჯერ ჩვენ არ გვინახავს და უნდა ვნახოთ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. გამოძიება ძალიან დაგვიანებულია და პროკურატურამ ამ გამოძიების შედეგი უნდა დადოს იმისთვის, რომ არ დარჩეს ვინმეს განცდა, რომ არსებობს პირი, რომელსაც კანონის მოთხოვნები შეიძლება არ შეეხოს ან ირიბად შეეხოს. შემიძლია პროკურატურას მოვუწოდო, რომ დააჩქაროს ამ საქმეზე გამოძიება“, - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა.

შეგახსენებთ, 2017 წლის 13 მაისს ლაშა თორდიამ, რომელიც გენერალური აუდიტორის თანამდებობას იკავებდა, განაცხადა, რომ ოთარ ფარცხალაძემ და მისი დაცვის წევრებმა სცემეს. შემთხვევა კლუბ “ელ ცენტროში” მოხდა, რის შემდეგაც თორდია რამდენიმე დღის განმავლობაში მკურნალობის კურსს ერთ-ერთ კლინიკაში გადიოდა.

თორდიას ინფორმაციით, ფარცხალაძის მასთან ფიზიკური დაპირისპირება აუდიტის სამსახურის კვლევამ გამოიწვია, რომელიც თბილისის მერიასა და ფარცხალაძის კომპანიის ურთიერთობებს ეხებოდა. შსს-მ გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის“ 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს, თუმცა გამოძიების შედეგი დღემდე უცნობია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა