ბერლინში ავტომობილი ფეხით მოსიარულეებს შეეჯახა

ბერლინში ავტომობილი ფეხით მოსიარულეებს შეეჯახა. ამის შესახებ ქალაქის საგანგებო სიტუაციების სამსახური იუწყება.

„საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა მოხდა შარლოტენსბურგის რაიონში. დაუდგენელი მიზეზის გამო, მსუბუქი ავტომობილი ჯერ ადამიანთა ჯგუფს, შემდეგ კი ერთ-ერთ შენობას შეეჯახა. სულ მცირე 5 ადამიანი დაშავდა“, - ნათქვამია სამსახურის განცხადებაში.

გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა მძღოლი დააკავეს. დაშავებულები საავადმყოფოებში არიან გადაყვანილი.

ბერლინის პოლიციამ მომხდარის გამოძიება დაიწყო.

„წინასწარი ინფორმაციით, მძღოლს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა“, - ნათქვამია ბერლინის პოლიციის „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი