ინდოეთში, ჯამუ და ქაშმირის შტატში მიკროავტობუსი ხევში გადავარდა,15 ადამიანი დაიღუპა და 17 დაშავდა.
ამის შესახებ ადგილობრივი პოლიცია იუწყება.
„ხევიდან 15 გარდაცვლილი ამოვიყვანეთ. 17 დაშავებულია, მათგან ათის მდგომარეობა კრიტიკულია, ისინი ვერტმფრენით საავადმყოფოში არიან გადაყვანილები“, - განაცხადა ადგილობრივი პოლიციის წარმომადგენელმა.
მისივე ინფორმაციით, მიკროავტობუსი ქალაქ ბანიჰალში მიემართებოდა, თუმცა დასახლებულ პუნქტ მარუფის მახლობლად მძღოლმა მართვაზე კონტროლი დაკარგა და მიკროავტობუსი ხევში გადავარდა.
შემთხვევის ადგილზე სამძებრო-სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.