პაატა ბურჭულაძე - სალომე ზურაბიშვილმა საქართველო იცის მოყოლით, ის ქართულად ვერ მეტყველებს, ვერ გვაგებინებს რა უნდა

სალომე ზურაბიშვილი ქართულად ვერ მეტყველებს, ვერ გვაგებინებს რა უნდა, - ამის შესახებ ფონდ „იავნანას“ დამფუძნებელმა, პაატა ბურჭულაძემ მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ საპრეზიდენტო კანდიდატის წარდგენაზე, ლანჩხუთში განაცხადა.

„ძალიან მინდოდა „ქართული ოცნების“ კანდიდატში რაიმე დადებითი მენახა, მაგრამ არ გამომივიდა. სალომე ზურაბიშვილმა საქართველო იცის მოყოლით, ის ქართულად ვერ მეტყველებს, ვერ გვაგებინებს რა უნდა. პატრიოტი არ არის, რადგან მან თქვა, რომ ჩვენ დავბომბეთ ჩვენი ხალხი. ლამაზი ქალბატონია ნამდვილად, მაგრამ მხოლოდ სილამაზის გამო შეიძლება ხმა მივცეთ? არ შეიძლება. გადახედეთ მის ბიოგრაფიას, ვერ ნახავთ ხელის მოსაკიდებელს, რომ ამ ქალს ხმა მივცეთ. ხმა უნდა მივცეთ წინსვლას, უკუსვლა უნდა მორჩეს. სალომე ზურაბიშვილის არარჩევით ჩვენ ვიშორებთ ბიძინა ივანიშვილს ნაწილობრივ და ეს წინგადადგმული ნაბიჯია“, - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა