პრეზიდენტობის კანდიდატი კახა კუკავა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ კაკაბეთში მევენახეებს შეხვდა

პარტია „თავისუფალი საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატი კახა კუკავა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ კაკაბეთში მევენახეებს შეხვდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „თავისუფალი საქართველოდან“ აცნობეს.

„ხელისუფლების გადაწყვეტილებით, 2018 წლიდან სრულად გაუქმდა ყურძენის სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამა. შედეგად, თეთრი ყურძნის ფასი წელს 70 თეთრია, რაც ბოლო წლების განმავლობაში რეკორდულად დაბალი მაჩვენებელია.

კახა კუკავამ მევენახეებს საკუთარი ხედვა გააცნო, რომელიც სოფლის მეურნეობის ტრადიციული დარგების სუბსიდირებას, პროდუქტზე ფასების რეგულირებას და გასაღების ბაზრების მოძიებას გულისხმობს. პრეზიდენტობის კანდიდატის აზრით, სახელმწიფოს მხრიდან სუბსიდირების პროგრამის გაუქმება, ისედაც მძიმე სოციალურ გაჭირვებაში მყოფი გლეხის პრობლემების წინაშე მიტოვებას ნიშნავს.

“თავისუფალი საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატი შეხვედრებს მოსახლებასთან ყოველდღიურ რეჟიმში განაგრძნობს“, - ნათქვამია პრესრელიზში.

იხილეთ ვიდეო: პრეზიდენტობის კანდიდატი კახა კუკავა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ კაკაბეთში მევენახეებს შეხვდა

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი