ნეთანიაჰუ და პუტინი უახლოეს ხანში შეხვედრაზე შეთანხმდნენ

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ სატელეფონო საუბარი გამართა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან და განაცხადა, რომ მას უახლოეს დროში შეხვდება. ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„ტელეფონით ვესაუბრე რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს. შევთანხმდით, რომ ჩვენს შეიარაღებულ ძალებს შორის მნიშვნელოვანი კოორდინაციის გაგრძელების მიზნით ერთმანეთს უახლოეს დროში შევხვდეთ“, - აღნიშნა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის თქმით, „ისრაელი მუდმივად იმოქმედებს იქიდან გამომდინარე, რომ არ დაუშვას ირანის მიერ სირიაში სამხედრო ბაზების შექმნა და „ჰეზბოლასთვის“ შეიარაღების გადაცემა“.

ისრაელისა და რუსეთის ლიდერების შეხვედრის თარიღი ჯერ არ დაზუსტებულა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა