მამუკა ბახტაძე - ჩვენი ტერიტორიის დაახლოებით 20% დღესაც ოკუპირებულია რუსეთის მიერ, საუკეთესო პასუხი ამ გამოწვევაზე არის დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობა და ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესება

ჩვენი ტერიტორიის დაახლოებით 20% დღესაც ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ, ჩვენ უპირობოდ ვემხრობით პრობლემის პოლიტიკური და მშვიდობიანი გზით მოგვარებას, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ამერიკული WSJ Frontiers-ის ჟურნალისტის კითხვას, არის თუ არა რაიმე პროგრესი რუსეთთან საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზაციის კუთხით.

პრემიერი აღნიშნავს, რომ საუკეთესო პასუხი ამ გამოწვევაზე არის დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობა და ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის შემდგომი გაუმჯობესება.

ჟურნალისტი ინტერვიუს დროს ასევე დაინტერესდა ბლოკჩეინთან დაკავშირებით გადადგმული ნაბიჯებითაც. მამუკა ბახტაძის თქმით, საქართველო არის პირველი ქვეყანა, რომელმაც თავის საჯარო მომსახურებაში - კერძო საკუთრების რეგისტრაციისას, დანერგა ბლოკჩეინის ტექნოლოგია.

"მართლაც საოცარი შედეგები მივიღეთ. ჩვენ 30%-ით შევამცირეთ საოპერაციო ხარჯები და გავზარდეთ პროდუქტიულობა. დღეს ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ ჯანდაცვისა და განათლების გადაყვანას ციფრულ ტექნოლოგიებზე - ორივე სექტორში გამოყენებული იქნება ბოლკჩეინი. ბლოკჩეინის ტექნოლოგიას და კონცეფციას შეუძლია მთავრობისა და საჯარო უწყებების მიერ მიწოდებული მომსახურების დონის საგრძნობლად გაზრდა. ვცდილობთ, ამ ტექნოლოგის დანერგვა-განვრცობას ყველა ძირითად სფეროში",- აღნიშნავს პრემიერი ინტერვიუში, რიმელიც WSJ Frontiers-მა მისი აშშ-ში ვიზიტისას ჩაწერა.

აღნიშნულ მასალას პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს.

ვიქტორ ყიფიანი - როგორიც არ უნდა იყოს რეგიონალური თუ საერთაშორისო კონიუქტურა, რისკების ასაცილებლად და შესაძლებლობების გამოსაყენებლად გზები დამოუკიდებლად უნდა ვეძებოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 07.08.2020
იგორ ტიშკევიჩი - უახლოესი 3-4 წელი მოსკოვის აგრესიული პოლიტიკის გამო პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის მშვიდობიანი ვერ იქნება
სიახლე ლიბერთის CASH-IN ბანკომატებში: უნიკალური სერვისი - „ვალუტის კონვერტაცია უბარათოდ“ უკვე ხელმისაწვდომია
ქართულმა ფარმაცევტულმა საწარმო „ავერსი-რაციონალმა“ საერთაშორისო აღიარება კიდევ ერთხელ მოიპოვა
ბიზნეს და საჯარო მონაცემების პირველი ერთიანი პლატფორმა საქართველოში
როგორ გაუზომავენ სიცხეს მოსწავლეთა ერთდროულ ნაკადს?
ბარათიდან თანხის განაღდების ახალი სერვისი ლიბერთის მომხმარებლისთვის „ნიკორა სუპერმარკეტის“ ქსელში
ახალი Galaxy Note 20 და Note 20 Ultra წინასწარი შეკვეთა დაიწყო