საგანგებო სიტუაციების სამსახური სახანძრო რობოტის შეძენას გეგმავს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სახანძრო რობოტის შეძენას გეგმავს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ უწყების პრესსამსახურის უფროსმა მიშა ფეიქრიშვილმა განუცხადა, სახანძრო რობოტს მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში განსაკუთრებულად რთულ სიტუაციებში იყენებენ. მაგალითად, როცა არსებობს აფეთქების, შენობის კონსტრუქციის ჩამოშლის საფრთხე და ხანძრის ეპიცენტრში მეხანძრე-მაშველის მუშაობა მისი სიცოცხლისთვის საფრთხეს წარმოადგენს.

„რობოტი მართვის პულტით იმართება და მას შეუძლია შენობის კიბის უჯრედში გადაადგილებაც კი.

რობოტს წყლის მარაგი სახანძრო მანქანის ავზიდან ან ჰიდრანტიდან მიეწოდება.

ჭკვიანი რობოტი აღჭურვილია ულტრათანამედროვე კამერებით, რაც გამოსახულების მაღალ აღქმადობას და მის მანევრირებას უზრუნველყოფს”, - განაცხადეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

იხილეთ ვიდეო: როგორია სახანძრო რობოტი, რომლის შეძენასაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური გეგმავს

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე
13-14 დეკემბერს „ბიბლუსში“ თიბისის ბარათებით გადახდისას 30%-იანი ქეშბექი გელოდებათ