შოთა მალაშხია - როგორც ჩანს, ეს არის კობახიძეების ოჯახური ბრენდი, ფაშიზმს ეძახიან ეროვნულ ხელისუფლებას

28 წლის წინ, ანალოგიურად მეტყველებდა ირაკლი კობახიძის მამა, ოღონდ მას ხელში ავტომატი ეჭირა და იმ ხელისუფლებას ფაშისტურ რეჟიმს ეძახდა, - ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ წევრმა შოთა მალაშხიამ განაცხადა, რითაც ირაკლი კობახიძის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

„28 წლის წინ, 28 ოქტომბერს ჩატარდა არჩევნები და ეროვნულმა ძალებმა გაიმარჯვეს. ახლაც 28 ოქტომბერს ჩატარდება არჩევნები და მე დარწმუნებული ვარ „ძალა ერობაშია“ გაიმარჯვებს და შექმნის ეროვნულ ხელისუფლებას. 28 წლის წინ, ანალოგიურად მეტყველებდა ირაკლი კობახიძის მამა, ოღონდ მას ხელში ავტომატი ეჭირა და იმ ხელისუფლებას ეძახდა ფაშისტურ რეჟიმს. რა მივიღეთ ყველას კარგად გვახსოვს. როგორც ჩანს, ეს არის კობახიძეების ოჯახური ბრენდი, ფაშიზმს ეძახიან ეროვნულ ხელისუფლებას. ახლა უფრო შორს წავიდნენ, მთელი არასამთავრობო სექტორი, პოლიტიკური ძალები, ტელევიზია და მასმედია ფაშისტად მონათლეს. იმაზე უფრო მძიმედ აქვთ საქმე, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია, კვლევებში რაც აჩვენეს იმაზე უფრო მძიმედ აქვთ საქმე“, - განაცხადა შოთა მალაშხიამ.

ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ვინც ხელს აფარებს ფაშიზმს, თავადაც არის ფაშიზმის თანამონაწილე. მისივე თქმით, სამწუხაროა, რომ ასეთი ადამიანები არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელ პირებს შორისაც არიან. ამასთან, ირაკლი კობახიძემ ნიკა გვარამიას „ფეიბუქზე“ დაწერილ განცხადებას, რომლის თანახმად: "ყველა, ვინც სალომე ზურაბიშვილს ან აფინანსებს, ან კამპანიაში სხვაგვარად ეხმარება, ყველა პოლიტიკოსი, რომელიც დაყვება და მხარს უჭერს, უკიდურესად უნდა შევავიწროვოთ", "ხელმოცარული და უნიათო ფაშისტის განცხადება" უწოდა.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს