ცხინვალის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის ინფორმაციით,  მაია ოთინაშვილი ქართულ მხარეს გადასცეს

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში დაკავებული საქართველოს მოქალაქე მაია ოთინაშვილი საქართველოს ხელისუფლებას გადაეცა. ამის შესახებ ინფორმაციას ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი ავრცელებს.

„29 სექტემბერს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დაკავებულ საქართველოს მოქალაქეს მაია ოთინაშვილს ლენინგორის რაიონულმა სასამართლომ 1 წლით პირობითი სასჯელი და 6 თვის გამოსაცდელი ვადით პატიმრობა მიუსაჯა. 9 ოქტომბერს ოთინაშვილი საქართველოს ხელისუფლებას გადაეცა“, - ნათქვამია ე.წ. უწყების განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ მაია ოთინაშვილი ჯერ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე არ გადმოუყვანიათ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს