შს მინისტრი კანაფის კულტივაციაზე - ადრე იქნება თუ გვიან, მაინც მოგვიწევს რეგულირების კომპონენტის შეტანა ამ სფეროში

ორი თვე, სამი თვე, ოთხი თუ ერთი, არა აქვს მნიშვნელობა - მსჯელობა იქნება მანამ, სანამ კონსენსუსს ვერ მივაღწევთ საზოგადოებასთან, - ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს კანაფის კულტივაციის საკითხზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

როგორც გახარიამ აღნიშნა, "ადრე იქნება თუ გვიან, მაინც მოგვიწევს რეგულირების კომპონენტის შეტანა ამ სფეროშიც".

"შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო მარიხუანას მოხმარების რეგულირება და ამ მიზანს ჩვენ მივაღწიეთ და ეს კანონმდებებლობა დაიძრა. როგორც მოგეხსენებათ, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდგომ ეს მიმართულება დაურეგულირებელი აღმოჩნდა. მინდა გითხრათ, რომ თუ აიღებთ და ჩაიხედავთ იმ საკანონმდებლო ინიციატივებში, რომელიც წარვადგინეთ, ნახავთ, რომ ჩვენ ახალ სტანდარტს ვქმნით სხვადასხვა სახის თრობის ქვეშ სამოქალაქო სივრცეში მოქმედების თაობაზე. ეს არის ხარისხობრივად წინგადადგმული ნაბიჯი.

მეორე ნაწილი ეხებოდა მხოლოდ და მხოლოდ სამედიცინო მიზნებს. ორი თვე, სამი თვე, ოთხი თუ ერთი, არა აქვს მნიშვნელობა, მსჯელობა იქნება მანამ, სანამ კონსენსუსს ვერ მივაღწევთ საზოგადოებასთან. ეს უნდა იყოს ფართო მსჯელობის საგანი. ვიმოძრავებთ იმ მიმართულებით, რა მიმართულებითაც ჩვენ მიგვითითებს საზოგადოება",- განაცხადა გახარიამ.

კითხვაზე: აპირებს თუ არა მმართველი გუნდი საპატრიარქოს წინააღმდეგ წასვლას, თუ საკითხზე შეჯერება არ მოხდა, გახარიამ განაცხადა:

"მინდა მოგახსენოთ, რომ არ ვაპირებთ საზოგადოების არცერთ ნაწილთან დაპირისპირებას. ჩვენ ვაპირებთ ახსნა-განმარტებით, ჯანსაღი დიალოგის, დისკუსიის, ზოგჯერ მწვავე დისკუსიის საშუალებით პოზიციები დავაახლოვოთ. ეს ხომ არის მოძრაობა ორმხრივი. ჩვენ შეიძლება პოზიციები დავაახლოვოთ, შეიძლება ვერ შევძლოთ - არგუმენტები ორივე მხრიდან არსებობს და არგუმენტები არსებობს სერიოზული. მოგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ამოცანა გახლავთ მოხდეს რეგულირება ყველა სფეროსი. მოხმარება ჩვენ დავარეგულირეთ და ვთვლით, რომ ეს იყო წინგადადგმული ძალიან სერიოზული ნაბიჯი. რაც შეეხება მოყვანის სფეროს, ეს იყო ფრთხილი ნაბიჯი, რომ რეგულირება მომხდარიყო. ყველაზე დიდი პრობლემა არის ე.წ. ნაცრისფერი ზონები, სადაც საერთოდ არ ხდება არანაირი პროცესების იდენტიფიცირება. მსგავსი თემა გვქონდა მოხმარებაში. ახლა მოხმარებას დავარეგულირებთ. იგივე მდგომარეობა დაგვრჩება მოყვანის და კულტივირების საკითხში. მერწმუნეთ, ადრე იქნება თუ გვიან, მაინც მოგვიწევს რეგულირების კომპონენტის შეტანა ამ სფეროშიც. აქედან გამომდინარე, ჩვენ პოზიციებს დავაახლოვებთ და იმ კონდიციამდე მივიყვანთ ამ პოზოციებს, რომ ვიმოძრავებთ ერთად", - განაცხადა გახარიამ.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი