სალომე ზურაბიშვილი - საფრანგეთში გავიზარდე, 36 წელი არ ვიყავი ნამყოფი საქართველოში, მაგრამ  ქართული ენა შევინარჩუნე

ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ როცა დასრულდება ჩემი ექვსწლიანი მანდატი, აქ ჩამოვალ და ქართულად გესაუბრებით, – ამის შესახებ საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს მარნეულში, ბოლნისსა და დმანისში მცხოვრებ მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა. ზურაბიშვილმა სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ საფრანგეთში გაიზარდა, თუმცა ამის მიუხედავად ქართული ენა შეინარჩუნა. მისი შეფასებით, სახელმწიფო ენის ცოდნა ყველა მოქალაქისთვის მნიშვნელოვანია. როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, ის იქნება პრეზიდენტი, რომელიც ეთნიკური უმცირესობებისთვის ქართული ენის შესწავლის ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს.

„მე, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ როცა დასრულდება ჩემი ექვსწლიანი მანდატი, აქ ჩამოვალ და ქართულად გესაუბრებით, არა იმიტომ, რომ არ უნდა გქონდეთ განსხვავებული ენა, ყველა ენა, რომელზეც საქართველოში საუბრობენ, არის დასაცავი და ყველა იქნება დაცული პრეზიდენტის მიერ. ვინ თუ არა მე, უნდა ვიყო ენის და იდენტობის დამცველი. გავიზარდე საფრანგეთში, 36 წელი არ ვიყავი ნამყოფი საქართველოში, მაგრამ შევინარჩუნე ქართული ენა. ყველა, ვინც აქ არის ან აზერბაიჯანული ან სომხური წარმოშობის, ყველას უნდა ჰქონდეს საშუალება, რომ თავის შვილებს თავისი ენა ასწავლოს, მაგრამ, ამავდროულად, ჩვენ ყველანი ვართ ერთი სახელმწიფოს მოქალაქეები და გვინდა, რომ ამ სახელმწიფოში ჩვენს შვილებს ჰქონდეთ მომავალი. მომავლის გზა არის სწორედ სახელმწიფო ენის ცოდნა, რომელიც ყველა გზას ხსნის წარმატებისთვის, სახელმწიფო სტრუქტურებში მუშაობისთვის, უცხოეთში და სრული ინტეგრაციისთვის. ინტეგრაცია ნიშნავს თანასწორობას, სრულ თანასწორობას. მე, სწორედ ეს ვისწავლე საფრანგეთში, თუმცა ქართული ენით, ტრადიციებით და ოჯახით გავიზარდე. ეს არის თანასწორობა, რომელსაც გთავაზობთ და ამისთვის სახელმწიფომ უნდა გააკეთოს ბევრად მეტი, რომ ქართული ენა თქვენთვის იყოს ადვილი შესასწავლი და ადვილად ხელმისაწვდომი. მე, ვიქნები ის პრეზიდენტი, რომელიც ამ საკითხს დაიცავს და მიხედავს. სწორედ ეს არის ის ბალანსი, თანასწორობა და ტოლერანტობა, რომელიც ამ ქვეყნისთვის არის მთავარი ძალა“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

შეხვედრას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი ვოლსკი, მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატი რუსლან გაჯიევი და უმრავლესობის სხვა წევრები დაესწრნენ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი