ზაალ უდუმაშვილი - კანაფის წარმოების კონსტიტუციის დონეზე აკრძალვის მიზნით, ხელმოწერების შესაგროვებლად მოქალაქეთა რიგი დადგება

კანაფის წარმოების კონსტიტუციის დონეზე აკრძალვის მიზნით ხელმოწერების შესაგროვებლად ზედმეტი ძალისხმევა არ დაგვჭირდება - მოქალაქეთა რიგი დადგება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს “ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, არც მოქმედმა მთავრობამ და არც შემდგომმა ხელისუფლებამ აზრადაც არ უნდა გაივლოს, რომ ამ ქვეყანაში შეიძლება მარიხუანას პლანტაციების გაშენება და ექსპორტი.

„საკონსტიტუციო ცვლილებების პარლამენტში ინიცირების მიზნით ხელმოწერების შეგროვებას ჩვენ დღეიდან დავიწყებთ და ამ პროცესს ძალიან მალე დავასრულებთ. ყველას ვარწმუნებთ, რომ ზედმეტი ძალისხმევა არც დაგვჭირდება - მოქალაქეთა რიგი დადგება, რათა საკუთარი პოზიცია დააფიქსირონ“, - აღნიშნა ზაალ უდუმაშვილმა.

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მხარი დაუჭირა საინიციატივო ჯგუფის რეგისტრირებას, რომლის მიზანი მცენარე კანაფის დათესვა/კულტივირების კონსტიტუციის დონეზე აკრძალვა და შესაბამისი საკონსტიტუციო ცვლილებების პარლამენტში ინიცირებისთვის 200 ათასი ხელმოწერის შეგროვებაა.

საინიციატივო ჯგუფს წარმოადგენენ გაერთიანებული ოპოზიციის წევრები: გიორგი ვაშაძე, პაატა ბურჭულაძე, გრიგოლ ვაშაძე, ზაალ უდუმაშვილი, კობა ნაყოფია, ნიკოლოზ ვაშაკიძე, ბაჩუკი ქარდავა, ლევან ბეჟაშვილი, ნიკა მაჭუტაძე, ზურაბ მელიქიშვილი, შოთა მალაშხია, ნიკა მელია, გიორგი ბოტკოველი და სხვები.

საინიციატივო ჯგუფს მოქალაქეთა ხელმოწერების შესაგროვებლად და პარლამენტში წარსადგენად 4-თვიანი ვადა აქვს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა