რუსთავის სასამართლოში გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე არსებითი სხდომა მიმდინარეობს

გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებული გიორგი ჭანტურიას ადვოკატმა ბექა ბასილაიამ, არაუფლებამოსილი სასამართლოს აცილების შუამდგომლობის საკითხი დააყენა მოსამართლის წინაშე.

ადვოკატის განმარტებით, ჭანტურიას საქმეს არაუფლებამოსილი სასამართლო იხილავს, ვინაიდან წინა სასამართლო სხდომაზე მოსამართლემ დაარღვია ბრალდებულის უფლებები, მიიღო არაკანონიერი გადაწყვეტილება და გიორგი ჭანტურიას ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს არჩევის გადაწყვეტილების მიღებისათვის, მის მიერ მოთხოვნილი დრო არ მისცა. გამომდინარე იქედან, რომ ჭანტურიას საქმეს დღეისათვის არაუფლებამოსილი სასამართლო იხილავს, ადვოკატის თქმით, მის მიმართ, სისხლისსამართლებრივი დევნა უნდა შეწყდეს.

არსებითი სხდომის მოსამართლე მადონა მაისურაძემ, დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და აღნიშნა, რომ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს არჩევის უფლებას ის ბრალდებულს არ უზღუდავს, რაც შეეხება, მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტას, ამის საფუძველი არ არსებობს.

რუსთავის საქალაქო სასამართლოში გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე, არსებითი სხდომა მიმდინარეობს.

გენერალი სამსონ ქუთათელაძე, ე.წ. სტამბოლის ბაზრის ტერიტორიაზე საკუთარ კაბინეტში 15 იანვარს ნახეს მოკლული. მას ცეცხლსასროლი იარაღიდან 6 ტყვია ჰქონდა მოხვედრილი. გიორგი ჭანტურია სამართალდამცავებმა რვა თვის შემდეგ, რუსთავში, ყაზბეგის ქუჩაზე მამის სახოვრებელ სახლში 7 აგვისტოს, ღამით ჩატარებული ჩხრეკის შემდეგ დააკავეს.

სახლიდან ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და ვაზნებია ამოღებული. სისხლის სამართლის საქმე გიორგი ჭანტურიას მიმართ, საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით, სსკ-ის 236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით აღიძრა, რაც განზრახ მკვლელობას, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო