ლევან ყიფიანი -  ზაზა ოქუაშვილს ჩემთვის აქვს ნათქვამი, რომ ირაკლი ჩუბინიშვილიც ეხმარებოდა ინსცენირებაში

სპორტის ყოფილი მინისტრის ლევან ყიფიანის ინფორმაციით, ზაზა ოქუაშვილთან ერთად ჩანაწერების ინსცენირებაში „თბილისის თამბაქოს“ აქციონერი ირაკლი ჩუბინაშვილიც იყო ჩართული. ამის შესახებ ყიფიანის გამოკითხვის ოქმშია აღნიშნული, რომელსაც მთავარი პროკურატურა აქვეყნებს. ამასთან, ყიფიანი ამბობს, რომ მისთვის უცნობია რამდენად რეალურია იმ ჩანაწერებში მოყვანილი ფაქტები, რომლის სავარაუდო მონაწილეები ზაზა ოქუაშვილთან ერთად ირაკლი ჩუბინიშვილი, ალექსი ანდრიაძე და ვანო ჩხარტიშვილი არიან.

„ჩემთვის უცნობია რამდენად რეალურია ჩანაწერში ნათქვამი ფაქტები, თუმცა ზაზას ჩემთვის აქვს ნათქვამი, რომ ირაკლი ჩუბინიშვილიც ეხმარებოდა მას ინსცენირებაში, თუმცა რა სახით აღნიშნული ჩემთვის არ დაუკონკრეტებია და არც მე ჩავძიებივარ. რაც შეეხება უშუალოდ მათ ურთიერთობას, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, არსებობდა ქართული თამბაქოს აღორძინების იდეა, რომლის ფარგლებში ვანო ჩხარტიშვილიც უნდა შემოსულიყო პარტნიორად. კერძოდ, ბიზნეს იდეა ქართული თამბაქოს გაშენებასა და შემდგომ თუთუნის წარმოებაში მდგომარეობდა. იმ პერიოდისათვის კომპანიები, რომლებიც ოპერირებდნენ ქართული თამბაქოს წარმოების ბიზნესში ახდენდნენ შედარებით დაბალი ხარისხის თამბაქოს წარმოებას, რომელიც გათვლილი იყო საქართველოში მცხოვრებ დაბალბიუჯეტიან ფენაზე. ბიზნეს იდეის არსი კი მდგომარეობდა შემდეგში, საკმაოდ დიდ ფართობზე უნდა მომხდარიყო თამბაქოს პლანტაციების გაშენება, რომლისგანაც უნდა გვეწარმოებინა, ქართული თუთუნის ბაზაზე წარმოებული მაღალი ხარისხის სიგარეტი და სიგარები, რომელიც გავიდოდა ექსპორტზე. ეს იყო საკმაოდ ძვირიანი პროექტი, ჯდებოდა დაახლოებით 20 000 000 აშშ დოლარამდე, რის გამოც გადავწყვიტეთ დახმარება გვეთხოვა ბიძინა ივანიშვილისათვის, რომელსაც მოვუყევი ამ ბიზნეს იდეის შესახებ, რომელიც მოიწონა და აღმითქვა დახმარება. თუმცა, ვინაიდან ბიზნესი ეხებოდა ქართული წარმოების განვითარებას და უკვე ამ სფეროში, კერძოდ, ქართული თამბაქოს სფეროში ოპერირებდა ზაზა ოქუაშვილი და ივანე ჩხარტიშვილი, ბიძინა ივანიშვილის თქმით, პროექტს პერსპექტივა ექნებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი სიგარეტის მწარმოებელი ორივე კომპანია ჩაერთვებოდა ამ ბიზნესში“, - აღნიშნავს ლევან ყიფიანი ჩვენებაში.

ამასთან სპორტის ყოფილი მინისტრის ჩვენების მიხედვით პროექტის მიხედვით ვანო ჩხარტიშვილი და ზაზა ოქუაშვილი ბიზნესში 20-20%-ით შედიოდნენ და მათი ინვესტიცია უნდა ყოფილიყო 2-2 მილიონ დოლარამდე, ხოლო დანარჩენ თანხას მთლიანად ბიძინა ივანიშვილი აფინანსებდა.

„ამ საკითხზე მე და ზაზა მეორედაც შევხვდით ბიძინა ივანიშვილს, რა დროსაც მან განაცხადა, რომ მას მოეწონა იდეა და გამოთქვა მზაობა, რომ საკუთარი ფონდიდან დააფინანსებდა ამ პროექტს. დაფინანსება მოხდებოდა ფონდიდან, რომელსაც განაგებს გიორგი ბაჩიაშვილი“, - აღნიშნავს ყიფიანი და აქვე დასძენს, რომ ბიძინა ივანიშვილთან მხოლოდ ორი შეხვედრა შედგა, რომელთაგან მხოლოდ ერთს დაესწრო გიორგი გახარია ბიზნესომბუდსმენის სტატუსით.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი