ლევან ბეჟაშვილი -  აღარ დარჩა კითხვის ნიშანი იმის თაობაზე, იღებდა თუ არა მონაწილეობას რუსეთი და რუსული სპეცსამსახურები 2012 წლის არჩევნებში

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ბეჟაშვილი მიიჩნევს, რომ აღარ დარჩა კითხვის ნიშანი იმის თაობაზე, იღებდა თუ არა მონაწილეობას რუსეთი და რუსული სპეცსამსახურები 2012 წლის არჩევნებში. ასე გამოეხმაურა ბეჟაშვილი, გუშინ გავრცელებულ ფარულ აუდიო-ჩანაწერს, რომელშიც სავარაუდოდ, ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი საუბრობს, რომ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დასამხობად საჭიროა მოლაპარაკებები რუსეთის ფედერაციასთან.

„აღარ დარჩა კითხვის ნიშანი იმის თაობაზე, იღებდა თუ არა მონაწილეობას რუსეთი და რუსული სპეცსამსახურები 2012 წლის არჩევნებში მონაწილეობას. ეს ჩანაწერი კიდევ ერთხელ ადასტურებს ფაქტს, რომ საკმაოდ აქტიურად მონაწილეობდნენ, „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული ბევრი პირი პირდაპირ კავშირზეც იყვნენ. ეს იყო მთლიანად რუსული პროექტი“, - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

„რუსთავი 2“ კიდევ ერთ ფარულ აუდიოჩანაწერს ასაჯაროებს, სადაც სავარაუდოდ, ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი, ზაზა ოქუაშვილი და გიორგი ჩუბინიძე ფიგურირებენ.

ფარულ ჩანაწერში, სავარაუდოდ, ვანო ჩხარტიშვილი ამბობს, რომ რუსეთის ხელისუფლებასთან პირდაპირი მოლაპარაკებებია საჭირო.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს