პეტრო პოროშენკო - დღეს უკრაინის ეკლესიამ ავტოკეფალია მიიღო, ტომოსს კი კრების შემდეგ მიიღებს

უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს განცხადებით, დღეს უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ ავტოკეფალია მიიღო, ტომოსს კი კრების ჩატარების შემდეგ მიიღებს, რომლის შედეგადაც უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიები გაერთიანდებიან.

„ღმერთმა იხილა უკრაინელი ხალხის ბრძოლა თავისი დამოუკიდებლობისთვის. მან შეისმინა ჩვენი ლოცვა და ღირსების მიხედვით შეაფასა ჩვენი შრომა. მან ასე ისურვა, რომ მისმა უწმინდესობამ, მსოფლიო პატრიარქმა და კონსტანტინოპოლის წმინდა სინოდმა თქვეს სანატრელი - „დიახ“. იარსებებს ადგილობრივი უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია! დღეს ჩვენ მივიღეთ ავტოკეფალია. კრების შემდეგ, უკრაინის ადგილობრივი ეკლესიის არჩეული მეთაური მიიღებს ტომოსს“, - განაცხადა პოროშენკომ.

იხილეთ ვიდეო: პეტრო პოროშენკო - "უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების გადაწყვეტილება უკვე მიღებულია"

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს