ვანო მერაბიშვილის ოჯახის წევრის ინფორმაციით, ჰორნერის სინდრომის გამომწვევი მიზეზი მერაბიშვილისთვის დაგვიანებული კვლევების გამო ვერ დადგინდა

შს ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის ოჯახის წევრის სტეფანე თუმანიშვილის ინფორმაციით, ჰორნერის სინდრომის გამომწვევი მიზეზი დაგვიანებული კვლევების გამო ვერ დადგინდა. ამის შესახებ თუმანიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

თუმანიშვილის განმარტებით, სამედიცინო კონსილიუმის დასკვნაში პირდაპირ წერია, რომ მიზეზები სიმპტომების გამოვლენიდან მალევე საფუძვლიანი კვლევების ჩაუტარებლობის გამო ვერ დგინდება. თუმანიშვილი ამბობს, რომ შს ყოფილ მინისტრს პირველი კომპლექსური კვლევა ჩივილების გამოხატვიდან თვენახევარში ჩაუტარდა.

„არ ვიცით ჰორნერის სინდრომის გამომწვევი მიზეზი და ამაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება იუსტიციის სამინისტროს და სასჯელაღსრულების დეპარტამენტს. ამ კონსილიუმის დასკვნიდან ერთადერთი რაც შევიტყვეთ არის ის, რომ გამოხატული სიმპტომებიდან მისი სრულყოფილი კვლევის ჩატარებამდე საკმაოდ დიდი დროა გასული და ამიტომაა მიზეზები დაუდგენელი. ამასთან, გაკეთდა განცხადებები თითქოს მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა. ამაზე ცალსახად მინდა განვაცხადო, რომ ეს არ შეესაბამება სინამდვილეს. მე მქონდა საუბარი ვანო მერაბიშვილთან და მითხრა, რომ მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ მას არსად არ განუცხადებია და საიდან მოაქვს სასჯელაღსრულების დეპარტამენტს მსგავსი ინფორმაცია, ჩემთვის ეს უცნობია“, - განაცხადა სტეფანე თუმანიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს