შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საქმე ევროპარლამენტის ყოველწლიურ ანგარიშში შევიდა

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საქმე ევროპარლამენტის ყოველწლიურ ანგარიშში შევიდა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, დოკუმენტში შესწორება ევროპარლამენტარ ანა გომესის ვიზიტს მოჰყვა, რომელიც 5 ოქტომბერს იმყოფებოდა უნივერსიტეტში და საქმის ვითარებას ადგილზე გაეცნო.

''ევროპარლამენტი შეშფოთებულია იმ წნეხის გამო, რომელსაც თურქეთი ახორციელებს საქართველოში მცხოვრებ თურქეთის მოქალაქეებზე და საგანმანათლებლო დაწესებულებებზე, როგორიცაა, მაგალითად, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, რადგანაც ამ უკანასკნელს უკავშირებენ გიულენის მოძრაობას. ორგანიზაცია მოუწოდებს ქართველ ოფიციალურ პირებს, ყურადღებით ადევნონ თვალყური ხსენებულ შემთხვევასთან დაკავშირებულ სამართლებრივ პროცედურებს და სხვა ნებისმიერ ქმედებას, რათა უზრუნველყოფილი იყოს მათი სრული შესაბამისობა ევროპულ პრინციპებთან და სტანდარტებთან; ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირს, დახმარება გაუწიონ აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამაში მონაწილე სახელმწიფოებს, განსაკუთრებით, თურქეთის მხრიდან მათზე განხორციელებული ზეწოლის თავიდან აცილების მიზნით“, - ნათქვამია ანგარიშში, რომელსაც შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი აქვეყნებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს