ზაზა გაბუნია - სალომე ზურაბიშვილთან შედარებით დავით ბაქრაძე სტაჟიორია

„სალომე ზურაბიშვილთან შედარებით დავით ბაქრაძე სტაჟიორია“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა გაბუნიამ ტელეკომპანია „პირველის" ეთერში გამართულ დებატებში განაცხადა.

ზაზა გაბუნიას თქმით, საპრეზიდენტო კანდიდატებიდან სწორედ მხოლოდ სალომე ზურაბიშვილს შეუძლია ჩამოაყალიბოს საპარლამენტო რესპუბლიკის საპრეზიდენტო ტრადიცია.

„ჩვენი ოპონენტები საუბრობენ, რომ ბატონი ბაქრაძე მომავალზე ორიენტირებული პოლიტიკოსია, არადა დავით ბაქრაძე, ისევე როგორც გრიგოლ ვაშაძე აპირებს მოქალაქეობის აღდგენის, შეწყალებისა და სხვა გზებით ქართულ პოლიტიკაში დააბრუნონ სააკაშვილი, მერაბიშვილი და სხვები ანუ უნდათ დააბრუნონ ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე წარსული. ამიტომ, ჩემი რჩევაა, რომ საპრეზიდენტო კანდიდატის გვარს, ბაქრაძეს და სიტყვა მომავალს ერთად ნუ ახსენებთ.

რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, მის გამოცდილებასთან და კვალიფიკაციასთან შედარებით დავით ბაქრაძე სტაჟიორია.

სალომე ზურაბიშვილის 46- წლიანი ევროპული დიპლომატიური კარიერა მეტყველებს ყველაფერზე, იმაზე თუ რამხელა სიკეთე შეუძლია მოუტანოს მას ჩვენს ქვეყანას, ჩვენი სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით.

ამასთან, ამ კანდიდატებიდან სწორედ მხოლოდ სალომე ზურაბიშვილს შეუძლია ჩამოაყალიბოს საპარლამენტო რესპუბლიკის საპრეზიდენტო ტრადიცია," – განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა