თსუ ფრანკფურტის წიგნის ფესტივალზე მკითხველის წინაშე ახალი გამოცემებით წარდგა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ფრანკფურტის წიგნის ფესტივალზე მკითხველების წინაშე ახალი გამოცემებითა და საინტერესო პრეზენტაციებით წარდგა. თსუ-ის ღონისძიებებს ფრანკფურტის ფესტივალზე რექტორი გიორგი შარვაშიძე და საქართველოს სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი გერმანიაში ელგუჯა ხოკრიშვილი ესწრებოდნენ.

თსუ-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, “ესეები ქართულ ლიტერატურაზე“ ავტორმა, თსუ ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორმა ირმა რატიანმა წარადგინა. ლიტერატურათმცოდნეობით ნაშრომში “ესეები ქართულ ლიტერატურაში“ ასახულია ახალი და უახლესი ქართული ლიტერატურის მნიშვნელოვანი ავტორების შემოქმედების მიმოხილვა.

ფილოლოგიის დოქტორმა, ნინო პოპიაშვილმა კი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საზოგადოებას საკუთარი ორი წიგნი - “სულიკო მსოფლიოს ხალხთა ენებზე“ და მონოგრაფია “ქართული განმანათლებლობა - სულხან-საბა ორბელიანი“ გააცნო. როგორც ავტორმა აღნიშნა, მონოგრაფია ეხება ქართული განმანათლებლობის ევროპულ ჰორიზონტებს და განხილულია განმანათლებლობის ეპოქის, კერძოდ, მეჩვიდმეტე საუკუნის მწერლებისა და მოღვაწეების, სულხან-საბა ორბელიანის, ვახტანგ მეექვსის, დავით გურამიშვილისა და სხვა ავტორების განმანათლებლური ტენდენციები. რაც შეეხება “სულიკოს“ თარგმანებს, წიგნში შესულია 20-ზე მეტ ენაზე შესრულებული 100-მდე თარგმანი. აღსანიშნავია, რომ თარგმანების ნაწილი პირველად ქვეყნდება. წიგნმა გამოსვლისთანავე დიდი დაინტერესება გამოიწვია. ნინო პოპიაშვილის წიგნში გამოქვეყნებული თარგმანების ნაწილი რამდენიმე დღის წინ ლიტერატურულ ჟურნალში Specimen Press დაიბეჭდა.

თსუ-ს პრესსამსახურის ცნობით, ფრანკფურტში დიდი ინტერესი გამოიწვია დავით მაღრაძის პოემის “ჯაკომო პონტი” გერმანულმა თარგმანმა, რომელიც 2018 წელს გერმანულმა გამომცემლობამ Shaker Verlag გამოსცა. გერმანულ თარგმანში პოემის შესახებ შესავალი წერილი გერმანელ პოეტსა და ლიტერატორს, გერტ რობერტ გრიუნერტს ეკუთვნის, რომელმაც ფესტივალზე პოემიდან ნაწყვეტები ლიტერატორ ნინო პოპიაშვილთან ერთად, თავადაც წაიკითხა.

ადგილობრივი კრიტიკოსების შეფასებით, დათო მაღრაძის პოემა “ჯაკომო პონტი“ თანამედროვე ქართული პოეტური ხელოვნების საუკეთესო ნიმუშია. პოემა გერმანულ ენაზე თარგმნეს ფილოლოგიის დოქტორმა ნინო პოპიაშვილმა, პოეტმა გერტ რობერტ გრიუნერტმა და მაია ლისოვსკიმ.

გერტ რობერტ გრიუნერტმა და ნინო პოპიაშვილმა 2015 წელს გერმანულ ენაზე გამოსცეს ქართული პოეზიის ანთოლოგია, რომელშიც 80-ზე მეტი პოეტის, მათ შორის დავით მაღრაძის ლექსებია შესული.

ესტონეთის ელჩი - მიმდინარე კვირას თბილისს ვტოვებ - ჩემი წასვლა ასახავს თუ არა საქართველო-ესტონეთის არსებულ ურთიერთობას? - რა თქმა უნდა, ასახავს, ამის დამალვა არ შემიძლია!
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
გიორგი მელაშვილი - „ქართული ოცნების“ ქმედებების გამო მცირდება როგორც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შანსები, ასევე ჩვენი სატრანზიტო ფუნქცია
საქართველოში Kinkladze Foundation დაფუძნდა - ინიციატივა ახალგაზრდების გაძლიერებასა და მასობრივი ფეხბურთის განვითარებას ემსახურება
სააქციო საზოგადოება „ნიკორა“ რებრენდინგის შედეგად საქმიანობას „ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფის“ (NMG) სახელით განაგრძობს
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება