გიორგი მარგველაშვილი - ბრალდებებს კრიმინალური ჯგუფების ჩარევის, რეკეტის, ხელისუფლების ბოროტად გამოყენების თაობაზე, პასუხი გაეცა, რომ თურმე ეს ღიმილის მომგვრელია - ეს არ არის სასაცილო

ბრალდებებს არაფორმალური ჯგუფების, მათ შორის კრიმინალური ჯგუფების ჩარევის, რეკეტის ან ხელისუფლების ბოროტად გამოყენების თაობაზე, პასუხი გაეცა ასეთი პოზიციით - ეს თურმე ღიმილის მომგვრელია და სასაცილოა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტის სასახლეში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, შემაშფოთებელია „ომეგა ჯგუფისა“ და ტელეკომპანია „იბერიას“ ირგვლივ განვითარებული მოვლენები.

„ხაზი მინდა გავუსვა, რომ არც აქამდე, არც დღეს, არ ვაკეთებ შეფასებას ფარული ჩანაწერების. სტანდარტი, რომ მე არ ვაფასებ ფარულ ჩანაწერებს, არის ის, რომელიც მინდა შევინარჩუნო. ამავე დროს, მე ვაფასებ იმ პოლიტიკურ რეაქციას, რომელიც ამ მოვლენებთან მიმართებაში იქნა გამოვლენილი. საქმე იმაშია, რომ ბრალდებებს არაფორმალური ჯგუფების, მათ შორის კრიმინალური ჯგუფების ჩარევის, რეკეტის ან ხელისუფლების ბოროტად გამოყენების თაობაზე, პასუხი გაეცა ასეთი პოზიციით, რომ ეს თურმე ღიმილის მომგვრელია და სასაცილოა. ეს არც ღიმილის მომგვრელია და არც სასაცილო. ეს საკითხები ქართული საზოგადოებისთვის მძიმეა და მიუღებელი. თუ პოლიტიკურ დისკუსიაში, ის რაც საზოგადოებისთვის მიუღებელია, არაადეკვატურ ღიმილს იწვევს, ეს პრობლემურია. არაადეკვატური ღიმილი პოლიტიკური ძალის მიერ, რომელსაც პასუხისმგებლობა აქვს აღებული ქვეყნის მართვაზე, არ მიმაჩნია შესაბამის და სწორ პასუხად“, - აღნიშნა მარგველაშვილმა.

იხილეთ ვიდეო: პრეზიდენტის საგანგებო განცხადება - მარგველაშვილის პოზიცია მიმდინარე მოვლენებზე

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა