გიორგი მარგველაშვილი - როგორი უნდა ყოფილიყო ხელისუფლების რეაქცია გავრცელებულ ჩანაწერებზე, სწორედ ამასთან დაკავშირებით მინდა მთავრობას ვეთათბირო

გავრცელებულ ჩანაწერებზე როგორი უნდა ყოფილიყო ხელისუფლების რეაქცია, სწორედ ამასთან დაკავშირებით ჩვენს მთავრობას მინდა ვეთათბირო, - ასე უპასუხა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტის კითხვას, რომელიც გავრცელებულ ჩანაწერებზე ხელისუფლების რეაქციას შეეხებოდა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, მას ამ საკითხის განხილვა მთავრობის სხდომაზე სურს. პრეზიდენტის თქმით, ის არ მოქმედებს რომელიმე პარტიის დღისწესრიგის მიხედვით.

„კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს, რომ მე ჩანაწერებზე არც აქამდე გამიკეთებია და არც მომავალში გავაკეთებ კომენტარს. მიმაჩნია, რომ ეს ის სტანდარტია, რომლის შენარჩუნება პრეზიდენტის მიერ მაინც არის კარგი. ამავე დროს, როგორი უნდა ყოფილიყო ხელისუფლების რეაქცია ხელისუფლების, სწორედ ამასთან დაკავშირებით მინდა ვეთათბირო ჩვენს მთავრობას. სახელმწიფოს სტაბილურობა ეფუძნება მოქალაქეების იმ შეგრძნებას, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები იცავენ მათ უფლებებს, თავისუფლებებს, მათ სიცოცხლეს და იცავენ ქვეყანაში მართლწესრიგს. მე არ ჩავუღრმავდები თუ როგორია ამ თვალსაზრისით ქვეყანაში ვითარება. მე საზოგადოების განცდას მოგახსენებთ. საზოგადოება კი შეშფოთებულია. აქედან გამომდინარე, ჩვენ ადეკვატური ზომები უნდა მივიღოთ, რათა საქართველოს მოქალაქეები დავარწმუნოთ, რომ საქართველოს რესპუბლიკაში მართლწესრიგის ეფექტური აღსრულების ბერკეტები ხელში უჭირავს მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფოს, არა რაიმე სხვა სტრუქტურას და რომ ამ ბერკეტს ის ახორციელებს კანონის სრული დაცვით. ამ გრძნობის დაკარგვა არის ძალიან სერიოზული დარტყმა იმაზე, რაზეც მე ვარ პასუხისმგებელი - სახელმწიფოზე. მე არც ერთი პოლიტიკური პარტიის დღისწესრიგიდან არ გამოვდივარ, მე გამოვდივარ ქართული სახელმწიფოს დღის წესრიგიდან. სწორედ ამასთან დაკავშირებით მინდა თათბირი ჩვენს მთავრობასთან,"- განაცხადა პრეზიდენტმა.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი