დავით ბაქრაძე - საქართველოში სახელმწიფო და სახელმწიფო ინსტიტუტები აღარ არსებობს,  ქვეყანა იმართება მაფიოზური მენტალიტეტის მქონე ადამიანებისგან

„ევროპული საქართველოს” პრეზიდენტობის კანდიდატი მხარდამჭერებს თელავში შეხვდა. „ევროპული საქართველოს“ ინფორმაციით, დავით ბაქრაძემ ადგილობრივებთან ქვეყანაში დღეს არსებულ მძიმე პოლიტიკურ რეალობაზე, პრაქტიკულად ჩამოშლილ სახელმწიფო ინსტიტუტებზე, არაფორმალურ მმართველობასა და ამ რეალობაში მოახლოებული არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„დღეს, საქართველოში სახელმწიფო და სახელმწიფო ინსტიტუტები აღარ არსებობს, პრაქტიკულად ჩანს, რომ დღეს ქვეყანა იმართება მაფიოზური მენტალიტეტის მქონე ადამიანებისგან, ვისაც აწუხებს საკუთარი ჯიბე, საკუთარი შემოსავალი, საკუთარი კარგად ყოფნა, ვისთვისაც მთავარია ქვეყანაში იყოს კორუფცია და ჰქონდეს გავლენა. საქართველოში აღარ არსებობს სახელმწიფო ინსტიტუტები, აღარ არსებობს ხალხთან ანგარიშვალდებული მთავრობა. ეს არ ეხება ერთ ინსტიტუტს, ეს არ ეხება ერთ ადამიანს, რასაც ვხედავთ და ვისმენთ, რომ ასეთ ქვეყანაში ჩვენ, ჩვენს შვილებს არ გვექნება მომავალი თუ არ შევცვლით. ამიტომ დამატებით იმ ყველაფრისა, რაც აქამდე იყო, დამატებით გაჭირვების, დამატებით უკუსვლის, დამატებით უიმედობის, ამ ყველაფრის დამატებით დღეს კიდევ ერთ მიზეზს ვხედავთ, რატომაც უნდა შევცვალოთ ჩვენი ცხოვრება და ქვეყანა, უნდა შევცვალოთ იმიტომ, რომ თუ საქართველო იქნა მაფიოზური, კრიმინალური მენტალიტეტის მქონე ადამიანების ფულის საშოვნელი ქვეყანა, ჩვენ შვილებს არ ექნებათ მომავალი, ჩვენ შვილებს უნდა ჰქონდეთ მომავალი და არა მათ შვილებს, ვინც თქვენს ფულს იპარავს დღეს“, - განაცხადა ბაქრაძემ.