მაია ცქიტიშვილი ჯაფარიძე-სუბელიანის 14 ოქტომბრის შეხვედრაზე - ჩემთვის ეს შეხვედრა ნამდვილად არ იქნებოდა ეჭვის შეტანის საფუძველი

ჩემთვის ეს შეხვედრა ნამდვილად არ იქნებოდა არც ეჭვის შეტანის და არც დამაბრკოლებელი საფუძველი, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა პენიტენციურ დაწესებულებაში დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძისა და ბრალდებულ მირზა სუბელიანის 14 ოქტომბრის შეხვედრაზე განაცხადა.

მაია ცქიტიშვილის თქმით, დეპუტატის მანდატი იძლევა ბრალდებულთან შეხვედრის უფლებამოსილებას.

„ჩანაწერებთან დაკავშირებით პროკურატურის განცხადებაში მე პირადად ეჭვებს არ შევიტანდი. როგორც ჩემთვის ცნობილია, დეპუტატის სტატუსი მას აძლევს უფლებამოსილებას, შეხვდეს ბრალდებულს. ჩემთვის ეს შეხვედრა ნამდვილად არ იქნებოდა არც ეჭვის შეტანის და არც დამაბრკოლებელი საფუძველი, თუმცა იურისტებისთვის და პროკურატურისთვის მიმინდვია ამ თემაზე მსჯელობა", - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე მირზა სუბელიანთან ციხეში პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით ბოლოს 14 ოქტომბერს, იმ დღესაც შევიდა, როცა „რუსთავი 2“-მა მათი აუდიოჩანაწერის P.S.-ში გასვლა დააანონსა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ თავისივე თანაპარტიელს ციხეში შესვლის ნებართვა ჯამში 5-ჯერ მისცა. ჯაფარიძე სუბელიანთან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მიმდინარე წლის 6 ივლისს, 20 ივლისს, 10 სექტემბერს, 11 ოქტომბერსა და 14 ოქტომბერს შევიდა. ბრძანებები, პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ხელმოწერით On.ge-მ გაავრცელა.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი